1. მხარეები ითანაშრომლებენ, რათა მათი შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ დროული და სათანადო ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების გაძლიერება იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით იმ მხარეებისთვის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან განვითარებული, ან მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ასევე მხარეებისთვის გარდამავალი ეკონომიკით, რათა დაეხმარონ მათ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული თავიანთი მოვალეობების განხორციელებაში.
2. შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნიკური დახმარება 1-ლი პუნქტის და მე-13 მუხლის შესაბამისად შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნეს რეგიონული, სუბრეგიონული და სახელმწიფო ღონისძიებების, მათ შორის, არსებული რეგიონული და სუბრეგიონული ცენტრების მეშვეობით, სხვა მრავალმხრივი და ორმხრივი საშუალებებით და პარტნიორობის მეშვეობით, მათ შორის ისეთი პარტნიორობით, სადაც ჩართულია კერძო სექტორი. გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობა და კოორდინაცია სხვა მრავალმხრივ გარემოსდაცვით შეთანხმებებთან ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების სფეროში, ტექნიკური დახმარების ეფექტიანობის გაზრდისა და ამ დახმარების გაწევისთვის.
3. მხარეები, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები და სხვა მხარეები, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო და თანამედროვე ალტერნატიული ტექნოლოგიების განვითარებას, გავრცელებას და გადაცემას იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით იმ მხარეებისთვის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან განვითარებული, ან მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ასევე მხარეებისთვის გარდამავალი ეკონომიკით, ასევე - ამ ქვეყნების ასეთ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, რათა გააძლიერონ მათი შესაძლებლობები წინამდებარე კონვენციის ეფექტიანად განხორციელებისთვის.
4. მხარეთა კონფერენცია მის მეორე შეხვედრაზე და ამის შემდეგ რეგულარულად, მხარეების მიერ წარდგენილი ანგარიშების და ინფორმაციის, მათ შორის 21-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიშების და ინფორმაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით:
(a) განიხილავს ინფორმაციას არსებული ინიციატივების შესახებ და ალტერნატიულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესს;
(b) განიხილავს მხარეების საჭიროებებს ალტერნატიულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ მხარეების, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები; და
(c) მოახდენს ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, განსაკუთრებით იმ მხარეების, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები.
5. მხარეთა კონფერენცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მუხლის შესაბამისად შესაძლებლობების გაძლიერების, ტექნიკური დახმარების და ტექნოლოგიების გადაცემის შემდგომი გაძლიერების გზების შესახე