1. ეს მუხლი გავრცელდება მე-3 მუხლით განსაზღვრული ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების შუალედურ შენახვაზე, რომლებიც არ გულისხმობს მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვერცხლისწყლის ნარჩენებს.

2. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ასეთი ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების შუალედური შენახვა, რომლებიც განკუთვნილია მხარისთვის წინამდებარე კონვენციით ნებადართული გამოყენებისთვის, ხორციელდება მდგრადად გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინსტრუქციის გათვალისწინებით და ამავე პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. მხარეთა კონფერენცია მიიღებს ინსტრუქციებს ასეთი ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო შუალედური შენახვის, სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის და სხვა ინსტრუქციების გათვალისწინებით. მხარეთა კონფერენციამ შეიძლება დაადგინოს მოთხოვნები შუალედური შენახვისთვის წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართით, 27-ე მუხლის შესაბამისად.

4. მხარეები საჭიროების მიხედვით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ერთეულებთან ასეთი ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო შუალედური შენახვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნი