1. ნებისმიერ სახელმწიფოს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას შეუძლია დარეგისტრირდეს ერთი ან მეტი შეღვათისთვის A და B დანართებით განსაზღვრული გამოყენებიდან ამოღების თარიღების შემდგომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც შეღავათი), სამდივნოსთვის წერილობითი შეტყობინების გზით:

(a) წინამდებარე კონვენციის მხარედ გახდომისას; ან

(b) ვერცხლისწყლით გამდიდრებული ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც შესწორების შედეგად დაემატა A დანართს ან ნებისმიერი საწარმოო პროცესის შემთხვევაში, რომელშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი და რომელიც შესწორების შედეგად დაემატა B დანართს, არაუგვიანეს იმ თარიღისა, როდესაც შესაბამისი შესწორება შედის ძალაში ამ მხარისთვის.

ნებისმიერ ასეთ რეგისტრაციას თან უნდა ერთოდეს განცხადება, სადაც განმარტებულია მხარისათვის ასეთი შეღავათის საჭიროება.

2. შეღავათი შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც A ან B დანართით განსაზღვრული კატეგორიისთვის, ასევე ნებისმიერი სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული ქვეკატეგორიისთვის.

3. თითოეული მხარე, რომელიც სარგებლობს ერთი ან მეტი შეღავათით, იდენტიფიცირებული უნდა იქნეს რეესტრში. სამდივნო შექმნის და აწარმოებს რეესტრს და გახდის მას საჯაროდ ხელმისაწვდომს.

4. რეესტრი უნდა შეიცავდეს:

(a) მხარეთა სიას, რომლებიც სარგებლობენ ერთი ან მეტი შეღავათით;

(b) თითოეული მხარისათვის დარეგისტრირებულ შეღავათს ან შეღავათებს; და

(c) თითოეული შეღავათის ვადის გასვლის თარიღს.

5. თუ რეესტრში მხარის მიერ უფრო მცირე ვადა არ არის მითითებული, პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა შეღავათის ვადა ამოიწურება A ან B დანართში მითითებული გამოყენებიდან ამოღების შესაბამისი თარიღიდან 5 (ხუთი) წლის შემდგომ.

6. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა კონფერენციას შეუძლია შეღავათის ვადის გაგრძელება 5 (ხუთი) წლის ვადით, თუ მხარე არ მოითხოვს უფრო მცირე ვადას. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთა კონფერენცია შესაბამისად გაითვალისწინებს:

(a) მხარის ანაგრიშს, სადაც დასაბუთებულია შეღავათის ვადის გაგრძელების საჭიროება და მითითებულია ის საქმიანობები, რომლებიც განხორციელებულია და დაგეგმილია შეღავათის ვადის გაგრძელების საჭიროების აღმოსაფხვრელად შესაძლებლობისთანავე;

(b) ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ შორის, იმ ალტერნატიულ პროდუქტებსა და პროცესებზე ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს ან სადაც გამოიყენება ნაკლები რაოდენობის ვერცხლისწყალი, ვიდრე შეღავათით სარგებლობის დროს; და

(c) დაგეგმილ ან მიმდინარე საქმიანობას, რომლის მიზანია ვერცხლისწყლის შენახვა და ვერცხლისწყლის ნარჩენების განკარგვა გარემოს დაცვის თვალსაზრისით მდგრადად.

შეღავათის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული პროდუქტისთვის და ერთი კონკრეტული გამოყენებიდან, ამოღების თარიღისთვის.

7. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს შეღავათი სამდივნოსთვის წერილობითი შეტყობინების გზით. შეღავათის გაუქმება ძალაში შევა შეტყობინებით განსაზღვრული თარიღიდან.

8. პირველი პუნქტის მიუხედავად, არცერთ სახელმწიფოს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას არ შეუძლია დაარეგისტრიროს შეღავათი A ან B დანართში მითითებული შესაბამისი პროდუქტის ან პროცესის გამოყენებიდან ამოღების თარიღიდან 5 (ხუთი) წლის გასვლის შემდეგ, თუ ერთ ან რამდენიმე მხარეს ამ პროდუქტის ან პროცესის მიმართ არ რჩება დარეგისტრირებული შეღავათი, რომლის ვადაც გაუგრძელდათ მე-6 პუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას შეუძლია პირველი (a) და (b) პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში ამ პროდუქტზე ან პროცესზე დაარეგისტრიროს შეღავათი, რომლის ვადაც ამოიწურება შესაბამისი გამოყენებიდან ამოღების თარიღიდან 10 (ათი) წლის შემდეგ.

9. არცერთ მხარეს არ შეუძლია ისარგებლოს შეღავათით A ან B დანართში მითითებული პროდუქტის ან პროცესის გამოყენებიდან ამოღების თარიღიდან 10 (ათი) წლის შემდე