1. ამ მუხლის მიზნებისთვის:
(a) „ვერცხლისწყალზე“ მითითება მოიცავს ვერცხლისწყლის სხვა ნივთიერებებთან ნარევებს, მათ შორის, ვერცხლისწყლის შენადნობებს, სადაც ვერცხლისწყლის კონცენტრაცია სულ ცოტა 95 პროცენტია წონის მიხედვით; და
(b) „ვერცხლისწყლის ნაერთები“ ნიშნავს ვერცხლისწყლის (I) ქლორიდს (ასევე ცნობილია, როგორც კალომელი), ვერცხლისწყლის (II) ოქსიდს, ვერცხლისწყლის (II) სულფატს, ვერცხლისწყლის (II) ნიტრატს, სინგურს და ვერცხლისწყლის სულფიდს.
2. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება:
(a) ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების რაოდენობაზე, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული მასშტაბის კვლევებისთვის ან როგორც მისათითებელი სტანდარტი (ეტალონი); ან
(b) ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების ბუნებრივად წარმოშობილ ნარჩენ რაოდენობაზე, რომელიც არსებობს ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა მეტალები, რომლებიც არ არის ვერცხლისწყალი, მადნები ან მინერალური პროდუქტები, მათ შორის ქვანახშირი, ან ამ მასალებიდან წარმოშობილი პროდუქტები, ასევე ქიმიურ ნივთიერებებში არსებულ ნარჩენ რაოდენობაზე, რომელიც ამ ნივთიერებებში განზრახ არ არის მოხვედრილი;
(c) ვერცხლისწყლით გამდიდრებულ პროდუქტებზე.
3. თითოეული მხარე არ დაუშვებს ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას, თუ ასეთი მოპოვება არ ხორციელდებოდა მის ტერიტორიაზე მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე.
4. თითოეული მხარე დაუშვებს ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოპოვება ხორციელდებოდა მის ტერიტორიაზე მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, ამ თარიღიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში პირველადი მოპოვების
შედეგად მიღებული ვერცხლისწყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებაში მე-4 მუხლის შესაბამისად, საწარმოო პროცესებში მე-5 მუხლის შესაბამისად, ან განკარგული იქნება მე-11 მუხლის შესაბამისად, ისეთი ოპერაციების გამოყენებით, რომლებიც არ იწვევს აღდგენას, გადამუშავებას, ხელმეორედ გამოყენებას, პირდაპირ ხელახლა გამოყენებას ან სხვა ალტერნატიული სახით გამოყენებას.
5. თითოეული მხარე:
(a) ეცდება მოახდინოს მის ტერიტორიაზე განლაგებული 50 ტონაზე მეტი ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების ინდივიდუალური მარაგების იდენტიფიცირება, ასევე ვერცხლისწყლის მიწოდების წყაროების იდენტიფიცირება, რომლებიც წელიწადში წარმოქმნიან 10 ტონაზე მეტ მარაგს, რომელიც განთავსებულია მის ტერიტორიაზე;
(b) როდესაც მხარე დაადგენს, რომ არსებობს ვერცხლისწყლის ჭარბი რაოდენობა ქლოროვან-ტუტოვანი ობიექტების დაშლის შედეგად, მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს ასეთი ვერცხლისწყლის განკარგვა მე-11 მუხლის მე-3 (a) პუნქტით განსაზღვრული გარემოს დაცვის მდგრადი მართვის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით, ისეთი ოპერაციების გამოყენებით, რომლებიც არ იწვევს ვერცხლისწყლის აღდგენას, გადამუშავებას, ხელმეორედ გამოყენებას, პირდაპირ ხელახლა გამოყენებას ან სხვა ალტერნატიული სახით გამოყენებას.
6. თითოეული მხარე არ დაუშვებს ვერცხლისწყლის ექსპორტს, გარდა:
(a) იმ მხარის სახელმწიფოში ექსპორტისა, რომელმაც მიაწოდა ექსპორტიორ მხარეს მისი წერილობითი თანხმობა და:
(i) იმპორტიორი მხარის მიერ ვერცხლისწყლის მხოლოდ წინამდებარე კონვენციით ნებადართულ ფარგლებში გამოყენების მიზნით; ან
(ii) გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის მე-10 მუხლის შესაბამისად; ან
(b) არაწევრი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტისა, რომელმაც მიაწოდა ექსპორტიორ მხარეს მისი წერილობითი თანხმობა, მათ შორის, იმის დადასტურება, რომ:
(i) არაწევრი მხარის სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად და ასეთი დაცვის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებთან; და
(ii) ასეთი ვერცხლისწყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ მხარისთვის წინამდებარე კონვენციის მიხედვით ნებადართული გამოყენებისთვის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის მე-10 მუხლის შესაბამისად.
7. ექსპორტიორ მხარეს შეუძლია გამოიყენოს იმპორტიორი მხარის ან არაწევრი მხარის მიერ სამდივნოსთვის გაგზავნილი ზოგადი შეტყობინება, როგორც მე-6 პუნქტით მოთხოვნილი წერილობითი თანხმობა. ასეთი ზოგადი შეტყობინებით განისაზღვრება ნებისმიერი ვადა და პირობა, რომელთა შესაბამისადაც იმპორტიორი ან არაწევრი მხარე უზრუნველყოფს თავის თანხმობას. შეტყობინება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ამ მხარის ან არაწევრი მხარის მიერ. სამდივნო აწარმოებს საჯარო რეესტრს ყველა ასეთი შეტყობინებისთვის.
8. თითოეული მხარე არ დაუშვებს ვერცხლისწყლის იმპორტს არაწევრი მხარის სახელმწიფოდან, რომელსაც ის მიაწვდის წერილობით თანხმობას, თუ არაწევრი მხარე არ მიაწვდის მას იმის დადასტურებას, რომ ვერცხლისწყალი არ არის წარმოშობილი იმ წყაროებიდან, რომლებიც არ არის დაშვებული მე-3 პუნქტით ან მე-5 (b) პუნქტით.
9. მხარეს, რომელიც აკეთებს მე-7 პუნქტის მიხედვით თანხმობის ზოგად შეტყობინებას, შეუძლია გადაწყვიტოს, რომ არ გამოიყენოს მე-8 პუნქტი იმ პირობით, რომ ის იცავს ვერცხლისწყლის ექსპორტზე არსებულ სხვადასხვა შეზღუდვას და განსაზღვრული აქვს შიდა ღონისძიებები იმპორტირებული ვერცხლისწყლის გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო მართვისთვის. მხარემ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება სამდივნოს ასეთი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მისი საექსპორტო შეზღუდვების და შიდა მარეგულირებელი ზომების შესახებ, ასევე ინფორმაცია არაწევრი მხარეებიდან იმპორტირებული ვერცხლისწყლის რაოდენობის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ. სამდივნო აწარმოებს საჯარო რეესტრს ყველა ასეთი შეტყობინებისთვის. განხორციელებისა და შესაბამისობის კომიტეტი განიხილავს და შეაფასებს თითოეულ ასეთ შეტყობინებას და თანმხლებ ინფორმაციას მე-15 მუხლის შესაბამისად; საჭიროების შემთხვევაში კომიტეტმა შესაძლოა მოამზადოს რეკომენდაციები მხარეთა კონფერენციისთვის.
10. მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურა გამოიყენება მხარეთა კონფერენციის მეორე შეხვედრის დასრულებადე. ამის შემდეგ ამ პროცედურის მოქმედება შეწყდება, თუ მხარეთა კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების უბრალო უმრავლესობით, გარდა იმ მხარის მიმართ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება მე-9 პუნქტის შესაბამისად მხარეთა კონფერენციის მეორე შეხვედრის დასრულებამდე.
11. თითოეული მხარე 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში ასახავს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები შესრულებულია.
12. მხარეთა კონფერენცია მის პირველ შეხვედრაზე უზრუნველყოფს შემდგომ განმარტებებს ამ მუხლთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მე-5 (a), მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებით და შეიმუშავებს და მიიღებს მე-6 (b) და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული დადასტურების მოთხოვნილ შინაარსს.
13. მხარეთა კონფერენცია შეაფასებს, ეწინააღმდეგება თუ არა ვერცხლისწყლის კონკრეტული ნაერთებით ვაჭრობა წინამდებარე კონვენციის მიზნებს და განიხილავს უნდა დაექვემდებაროს თუ არა კონკრეტული ვერცხლისწყლის ნაერთები, 27-ე მუხლის მიხედვით მიღებული დამატებითი დანართის სიის მიხედვით, მე-6 და მე-8 პუნქტებ