1. თითოეული მხარე არ დაუშვებს, შესაბამისი ზომების მიღებით, A დანართის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებას, ექსპორტს და იმპორტს ამ პროდუქტებისთვის განსაზღვრული გამოყენებიდან ამოღების თარიღის შემდეგ, თუ A დანართით განსაზღვრული არ არის გამონაკლისი ან თუ მხარეს დარეგისტრირებული არა აქვს შეღავათი მე-6 მუხლის შესაბამისად.

2. მხარეს შეუძლია, როგორც პირველი პუნქტის ალტერნატივა, A დანართის შესწორების რატიფიკაციის ან მისთვის ამ შესწორების ძალაში შესვლის დროს მიუთითოს, რომ მიიღებს განსხვავებულ ზომებს ან განახორციელებს განსხვავებულ სტრატეგიას A დანართის I ნაწილში ჩამოთვლილი პროდუქტების მიმართ. მხარეს შეუძლია აირჩიოს ეს ალტერნატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია იმის დემონსტრირება, რომ მან უკვე უმნიშვნელო დონემდე შეამცირა A დანართის I ნაწილში ჩამოთვლილი პროდუქტების დიდი უმრავლესობის წარმოება, იმპორტი და ექსპორტი და განახორციელა ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირების ღონისძიებები და სტრატეგია იმ დამატებით პროდუქტებში, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის A დანართის I ნაწილში, იმ დროისათვის, როცა ის ატყობინებს სამდივნოს მისი გადაწყვეტილების შესახებ გამოიყენოს ეს ალტერნატივა. გარდა ამისა, მხარე, რომელიც ირჩევს ამ ალტერნატივას:

(a) პირველივე შესაძლებლობისთანავე მიაწვდის მხარეთა კონფერნციას განხორციელებული ღონისძიებების ან სტარტეგიის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას მიღწეული შემცირებების რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ;

(b) განახორციელებს ღონისძიებებს ან სტრატეგიას A დანართის I ნაწილში ჩამოთვლილ ყველა პროდუქტში ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირებისთვის, რომლებზედაც უმნიშვნელო მოცულობა ჯერ არ არის მიღწეული;

(c) განიხილავს დამატებით ღონისძიებებს შემდგომი შემცირების მისაღწევად; და

(d) არ იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს შეღავათი მე-6 მუხლის შესაბამისად ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტისთვის, რომლისთვისაც არჩეულ იქნა ეს ალტერნატივა.

წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა მხარეთა კონფერენცია განიხილავს, როგორც მე-8 პუნქტით განსაზღვრული განხილვის პროცესის ნაწილს, ამ პუნქტის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობასა და პროგრესს.

3. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს A დანართის II ნაწილში ჩამოთვლილი პროდუქტების მიმართ ქვევით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

4. სამდივნო, მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეაგროვებს და შეინახავს ინფორმაციას ვერცხლისწყლით გამდიდრებულ პროდუქტებსა და მათ ალტერნატივებზე და გახდის ასეთ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს. სამდივნო ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის მხარეების მიერ მიწოდებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციას.

5. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს, რათა თავიდან აიცილოს კომბინირებულ პროდუქტებში ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების ინკორპორირება, რომელთა წარმოება, ექსპორტი და იმპორტი მისთვის დაშვებული არ არის ამ მუხლის მიხედვით.

6. თითოეული მხარე ხელს არ შეუწყობს ვერცხლისწყლით გამდიდრებული იმ პროდუქტების წარმოებას და სავაჭრო ქსელში გავრცელებას, რომლებიც არ შედის ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების ნებისმიერი ცნობილი გამოყენების ფარგლებში, მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, თუ პროდუქტთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებელის შეფასება არ მიუთითებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სარგებლიანობაზე. საჭიროების მიხედვით მხარე სამდივნოს მიაწვდის ინფორმაციას ნებისმიერ ასეთ პროდუქტზე, მათ შორის, ნებისმიერ ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებულ ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მიმართ რისკებსა და სარგებლიანობაზე. სამდივნო ასეთ ინფორმაციას გახდის საჯაროდ ხელმისაწვდომს.

7. ნებისმიერ მხარეს შეუძლია სამდივნოს წარუდგინოს შეთავაზება A დანართში ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების მისათითებლად, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქტების ალტერნატივების (რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს) შესახებ, რაც დაკავშირებულია ხელმისაწვდომობასთან, ტექნიკურ და ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან და გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის რისკებთან, მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით.

8. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა მხარეთა კონფერენცია განიხილავს A დანართს და შესაძლოა განიხილოს შესწორებები ამ დანართის 27-ე მუხლის შესაბამისად.

9. მე-8 პუნქტის შესაბამისად A დანართის განხილვისას, მხარეთა კონფერენცია, სულ ცოტა, გაითვალისწინებს:

(a) მე-7 პუნქტის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ წინადადებას;

(b) ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მე-4 პუნქტის შესაბამისად; და

(c) მხარეების ხელმისაწვდომობას იმ ალტერნატივებზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს და რომლებიც ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულია, გარემოს დაცვასთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებელის გათვალისწინები