1. თითოეული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს რესურსები წინამდებარე კონვენციის განხორციელებისთვის განზრახული სახელმწიფოებრივი მოქმედებებისთვის, თავისი სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტების, გეგმების და პროგრამების შესაბამისად. ასეთი რესურსები შეიძლება მოიცავდეს შიდა დაფინანსებას შესაბამისი პოლიტიკის, განვითარების სტრატეგიების და სახელმწიფო ბიუჯეტების მეშვეობით, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ დაფინანსებას და დაფინანსებას კერძო სექტორის ჩართულობით.
2. წინამდებარე კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების საერთო ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება ამ მუხლის ეფექტიანად განხორციელებაზე.
3. ფინანსური და ტექნიკური დახმარების მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი წყაროები, ასევე შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიების გადაცემა, მხარდაჭერილი იქნება დაუყოვნებლივ,კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების მხარდაჭერისას მხარეების ვერცხლისწყალთან დაკავშირებული საქმიანობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის, რაც დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთან, ტექნიკურ დახმარებასთან და ტექნოლოგიების გადაცემასთან.
4. მხარეები დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას სრულად გაითვალისწინებენ იმ მხარეების სპეციფიკურ საჭიროებებს და სპეციალურ გარემოებებს, რომლებიც არიან მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოები ან ნაკლებად განვითარებული ქვეყნები.
5. ადეკვატური, პროგნოზირებადი და დროული ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი განსაზღვრულია ქვემოთ. ამ მექანიზმის მიზანია კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების დახმარება წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მათი მოვალეობების განხორციელებაში.
6. მექანიზმი მოიცავს:
(a) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდს; და
(b) სპეციალურ საერთაშორისო პროგრამას შესაძლებლობების გაძლიერების და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
7. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს ახალ, პროგნოზირებად, ადეკვატურ და დროულ ფინანსურ რესურსებს ხარჯების დასაფარად წინამდებარე კონვენციის განხორციელების მხარდაჭერისას, როგორც შეთანხმებულია მხარეთა კონფერენციის მიერ. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდის ოპერირება განხორციელდება მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით; ფონდი ანგარიშვალდებული იქნება მხარეთა კონფერენციის მიმართ. მხარეთა კონფერენცია უზრუნველყოფს ინსტრუქციებს საერთო სტრატეგიებზე, პოლიტიკაზე, პროგრამულ პრიორიტეტებზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისთვის შესაბამისობაზე და ფინანსური რესურსების გამოყენებაზე. გარდა ამისა, მხარეთა კონფერენცია უზრუნველყოფს ინსტრუქციას იმ საქმიანობების კატეგორიების მისათითებელ სიაზე, რომლებისთვისაც შესაძლოა გაიცეს დახმარება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდიდან. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს რესურსებს გლობალური გარემოსდაცვითი სარგებელისთვის საჭირო შეთანხმებული დამატებითი ხარჯების დასაფარად და ასევე შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმიანობისთვის საჭირო შეთანხმებული სრული ხარჯების დასაფარად.
8. საქმიანობის რესურსებით უზრუნველყოფისას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდი გაითვალისწინებს დაგეგმილი საქმიანობის ვერცხლისწყლის შემცირების პოტენციალს მის ხარჯებთან შეფარდებით.
9. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის მე-6 (b) პუნქტში მითითებული პროგრამა განხორციელდება მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე. მხარეთა კონფერენცია მის პირველ შეხვედრაზე განსაზღვრავს პროგრამის მიმღებ ორგანიზაციას, რომელიც იქნება არსებული უწყება და უზრუნველყოფს მის ხელმძღვანელობას; მხარეთა კონფერენცია ასევე განსაზღვრავს პროგრამის ხანგრძლივობას. ყველა მხარე და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეები მიწვეულნი იქნებიან პროგრამის ფინანსური რესურსებით უზრუნველსაყოფად ნებაყოფლობით საფუძველზე.
10. მხარეთა კონფერენცია და ის ერთეულები, რომელთაგანაც შედგება მექანიზმი, მხარეთა კონფერენციის პირველ შეხვედრაზე შეთანხმდებიან ზევით განსაზღვრული პუნქტების განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
11. მხარეთა კონფერენცია განიხილავს, არაუგვიანეს მისი მესამე შეხვედრისა და ამ შეხვედრის შემდგომ რეგულარულად, დაფინანსების დონეს, მხარეთა კონფერენციის მიერ იმ ერთეულებისთვის უზრუნველყოფილ ინსტრუქციებს, რომლებსაც გადაეცათ უფლებამოსილება ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მექანიზმის ამოქმედებისთვის, ასევე – ამ ერთეულების ეფექტიანობას და კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცვალებად საჭიროებებზე მათი რეაგირების შესაძლებლობებს. ასეთი განხილვის საფუძველზე მხარეთა კონფერენცია განახორციელებს შესაბამის ქმედებებს მექანიზმის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
12. ყველა მხარე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მიწვეულია მექანიზმის მხარდასაჭერად. მექანიზმი ხელს შეუწყობს რესურსებით უზრუნველყოფას სხვა წყაროებიდან, მათ შორის, კერძო სექტორიდან და ეცდება გამოიყენოს ეს რესურსები იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის მხარს უჭერ