1. თითოეული მხარე ეცდება, შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით დაბინძურებული ადგილების იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის.

2. ნებისმიერი ქმედება ასეთ ადგილებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისთვის განხორციელდება გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილად; საჭიროების შემთხვევაში ასეთი მოქმედებებისას განხორციელდება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ არსებული რისკების შეფასება, რაც გამოწვეულია ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით, რასაც შეიცავს ეს ადგილები.

3. მხარეთა კონფერენცია მიიღებს ინსტრუქციებს დაბინძურებული ადგილების მართვისთვის, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მეთოდებს და მიდგომებს:

(a) ადგილის იდენტიფიცირებისა და დახასიათებისთვის;

(b) საზოგადოების ჩართულობისთვის;

(c) ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს მიმართ არსებული რისკების შეფასებისთვის;

(d) დაბინძურებულ ადგილებთან დაკავშირებული რისკების მართვის ალტერნატივებისთვის;

(e) სარგებელისა და ხარჯების შეფასებისთვის; და

(f) შედეგების კონტროლისთვის.

4. მხარეები მხარდაჭერილნი იქნებიან, რათა ითანამშრომლონ სტრატეგიების შემუშავებისას და საქმიანობის განხორციელებისას დაბინძურებული ადგილების იდენტიფიცირების, შეფასების, პრიორიტეტულობის განსაზღვრის, მართვის და საჭიროების შემთხვევაში გაუვნებელყოფისათვი