1. წინამდებარე მუხლით და C დანართით განსაზღვრული ღონისძიებები გავრცელდება ოქროს კუსტარულ და მცირემასშტაბიან მოპოვებასა და გადამუშავებაზე, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლის ამალგამაცია ოქროს მადნიდან ამოღებისათვის.

2. თითოეული მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არსებობს ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება და წარმოება, რაც ექვემდებარება ამ მუხლს, მიიღებს ზომებს, რათა შეამციროს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღმოფხვრას ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება ოქროს მოპოვებასა და გადამუშავებაში, ასევე ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოში ემისია და გაჟონვა ამ პროცესების შედეგად.

3. თითოეული მხარე შეატყობინებს სამდივნოს, თუ ეს მხარე ნებისმიერ დროს დაადგენს, რომ მის ტერიტორიაზე ოქროს კუსტარული წარმოება და გადამუშავება არის უფრო ფართო მასშტაბის, ვიდრე უმნიშვნელო. თუ მხარე ამგვარად გადაწყვეტს, ის:

(a) შეიმუშავებს და განახორციელებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას C დანართის შესაბამისად;

(b) გადასცემს სამდივნოს თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმას არაუგვიანეს მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 3 (სამი) წლისა ან სამდივნოსთვის შეტყობინებიდან 3 (სამი) წლის შემდეგ, რომელი თარიღიც დადგება უფრო გვიან; და

(c) ამის შემდეგ, ყოველ 3 (სამი) წელიწადში ერთხელ განიხილავს ამ მუხლით განსაზღვრული თავისი ვალდებულებების შესრულების პროგრესს და ჩართავს ამ მიმოხილვას 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში.

4. მხარეებს შეუძლიათ საჭიროების მიხედვით ითანამშრომლონ ერთმანეთთან, შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ერთეულებთან ამ მუხლის მიზნების მისაღწევად. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს:

(a) სტრატეგიის განვითარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების არამიზნობრივად გამოყენება ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვებისა და გადამუშავებისას;

(b) განათლებას, ინფორმაციის გავრცელებას და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივებს;

(c) კვლევების ხელშეწყობას ვერცხლისწყლის ალტერნატივების უსაფრთხო გამოყენების სფეროში;

(d) ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას;

(e) პარტნიორობას ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მათი ვალდებულებების განხორციელებაში დახმარების მიზნით; და

(f) ინფორმაციის გაცვლის არსებული მექანიზმების გამოყენების ცოდნის, საუკთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის და ალტერნატიული ტექნოლოგიების ხელშესაწყობად, რომლებიც გარემოს დაცვის, ტექნიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული