წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის:
(a) „ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება“ ნიშნავს ოქროს მოპოვებას ინდივიდუალური მომპოვებლების და მცირე მეწარმეების მიერ შეზღუდული კაპიტალდაბანდებებით და წარმოებით;
(b) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა“ ნიშნავს ისეთ ტექნიკას, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ვერცხლისწყლის ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიისა და გაჟონვის თავიდან აცილებისთვის და როდესაც ეს არ არის პრაქტიკული ემისიების შემცირებისთვის და ასეთი ემისიის გაჟონვის ზოგადად გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების და შემცირებისთვის, კონკრეტული მხარის ან ამ მხარის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის ეკონომიკური და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში:
(i) „საუკეთესო“ ნიშნავს ყველაზე ეფექტურს საერთო გარემოს დაცვის ზოგადად მაღალი დონის მიღწევის თვალსაზრისით;
(ii) „ხელმისაწვდომი“ ტექნიკა ნიშნავს, კონკრეტულ მხარესთან ან ამ მხარის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტთან დაკავშირებით, ისეთი მასშტაბით განვითარებულ ტექნიკას, რომელიც იძლევა შესაბამის სამრეწველო სექტორში საქმიანობის განხორციელების საშუალებას ეკონომიკურად და ტექნიკურად მოქნილი პირობებით, დანახარჯებისა და სარგებელის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, ეს ტექნიკა გამოყენებული ან შემუშავებულია თუ არა ამ მხარის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ის ხელმისაწვდომია ამ მხარის მიერ განსაზღვრული ობიექტის ოპერატორისთვის; და
(iii) „ტექნიკა“ ნიშნავს გამოყენებულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო პრაქტიკას და იმ გზებს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ამ მოწყობილობების კონსტრუირება, აშენება, მოვლა-შენახვა, ოპერირება ან დემონტაჟი;
(c) „საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკა“ ნიშნავს გარემოს დაცვის კონტროლის ღონისძიებების და სტრატეგიის ყველაზე ხელსაყრელი კომბინაციის გამოყენებას;
(d) „ვერცხლისწყალი“ ნიშნავს ელემენტურ ვერცხლისწყალს (Hg (0), CAS No. 7439-97-6);
(e) „ვერცხლისწყლის ნაერთი“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც შედგება ვერცხლისწყლის ატომებისგან და სხვა ქიმიური ნივთიერებების ერთი ან მეტი ატომისგან, რომლებიც შეიძლება დაშლილი იქნეს სხვადასხვა კომპონენტებად მხოლოდ ქიმიური რეაქციების საშუალებით;
(f) „ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტი“ ნიშნავს პროდუქტს ან პროდუქტის კომპონენტს, რომელიც შეიცავს განზრახ დამატებულ ვერხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთს;
(g) „მხარე“ ნიშნავს სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას, რომელმაც განაცხადა თანხმობა წინამდებარე კონვენციის შესრულებაზე და რომლისთვისაც ეს კონვენცია ძალაშია;
(h) „დამსწრე და ხმის მიმცემი მხარეები“ ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან მხარეთა შეხვედრებს და აძლევენ დადებით ან უარყოფით ხმას კენჭისყრისას;
(i) „ვერცხლისწყლის პირველადი წარმოება“ ნიშნავს მოპოვებას, სადაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება არის ვერცხლისწყალი;
(j) „რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შედგება კონკრეტული რეგიონის სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით მართულ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც შესაბამისად უფლებამოსილია, მისი შიდა პროცედურების მიხედვით, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერაზე, რატიფიცირებაზე, მიღებაზე, დამტკიცებასა და მასთან შეერთებაზე; და
(k) „ნებადართული გამოყენება“ ნიშნავს მხარის მიერ ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის ნებისმიერ გამოყენებას წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მე-3, მე-4, მე- 5, მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით გამოყენება