1. ეს მუხლი ეხება ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების (ხშირ შემთხვევებში ფორმულირებული, როგორც „ჯამური ვერცხლისწყალი“) მიწასა და წყალში გაჟონვის კონტროლს და შესაძლებლობების შემთხვევაში შემცირებას, იმ წერტილოვანი წყაროებიდან, რომლებიც განსაზღვრული არ არის წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის:
(a) „გაჟონვა“ ნიშნავს ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების მიწასა და წყალში გაჟონვას;
(b) „შესაბამისი წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ ანთროპოგენურ წერტილოვანი გაჟონვის წყაროს, როგორც ეს იდენტიფიცირებულია მხარის მიერ და რომელიც განსაზღვრული არ არის წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით;
(c) „ახალი წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს, რომელთა კონსტრუირება და არსებითი მოდიფიკაცია დაიწყება სულ ცოტა 1 (ერთი) წლის შემდეგ წინამდებარე კონვენციის დაინტერესებული მხარისთვის ძალაში შესვლის თარიღიდან;
(d) „არსებითი მოდიფიკაცია“ ნიშნავს იმ შესაბამისი წყაროს მოდიფიკაციას, რომელიც იწვევს გაჟონვის მნიშვნელოვნად ზრდას, გარდა მეორადი პროდუქტების აღდგენით გამოწვეული გაჟონვის რაოდენობის ცვლილებისა. მხარე დაადგენს, არსებითია თუ არა მოდიფიკაცია.
(e) „არსებული წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს, რომელიც არ არის ახალი წყარო;
(f) „გაჟონვის ზღვრული რაოდენობა“ ნიშნავს ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების (ხშირ შემთხვევებში ფორმულირებული, როგორც „ჯამური ვერცხლისწყალი“) კონცენტრაციის ან წონის ზღვრულ რაოდენობას, რომლის გაჟონვაც ხდება წერტილოვანი წყაროდან.
3. თითოეული მხარე, მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა და რეგულარულად ამის შემდეგ, მოახდენს შესაბამისი კატეგორიების წერტილოვანი წყაროების იდენტიფიცირებას.
4. მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არსებობს შესაბამისი წერტილოვანი წყარო, მიიღებს ზომებს გაჟონვის კონტროლისთვის; მხარეს შეუძლია მოამზადოს ეროვნული გეგმა, სადაც განისაზღვრება გაჟონვის კონტროლის ღონისძიებები და მოსალოდნელი მიზნები, ამოცანები და შედეგები. ნებისმიერი გეგმა უნდა გადაეცეს მხარეთა კონფერენციას ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 4 (ოთხი) წლის განმავლობაში. თუ მხარე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას მე-20 მუხლის შესაბამისად, მას შეუძლია სამოქმედო გეგმაში ჩართოს ამ პუნქტის მიხედვით შემუშავებული გეგმა.
5. ღონისძიებები საჭიროების მიხედვით შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ღონისძიებას:
(a) გაჟონვის ზღვრულ რაოდენობებს შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის კონტროლის და შესაძლებლობის შემთხვევაში შემცირებისთვის;
(b) შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის კონტროლისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის გამოყენებას;
(c) სხვადასხვა დამბინძურებლების კონტროლის სტრატეგიას, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება ვერცხლისწყლის გაჟონვის კონტროლისთვის;
(d) შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის შემცირების ალტერნატიულ ზომებს.
6. თითოეული მხარე შექმნის, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან და ამის შემდეგ აწარმოებს შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის აღრიცხვის რეესტრს.
7. მხარეთა კონფერენცია, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მიიღებს ინსტრუქციებს:
(a) საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასა და საუკეთესო გარემოსდაცვით პრაქტიკაზე, არსებულ და ახალ წყაროებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავების და ურთიერთზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საჭიროების გათვალისწინებით; და
(b) გაჟონვის რეესტრების მომზადების (ან ინვენტარიზაციის) მეთოდოლოგიის შესახებ.
8. თითოეული მხარე 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში ჩართავს ინფორმაციას მის მიერ ამ მუხლის შესრულების შესახებ, განსაკუთრებით ინფორმაციას მის მიერ მე-3 - 6 პუნქტების შესაბამისად მიღებული ზომების და ამ ზომების ეფექტიანობის შესახე