1. წინამდებარე მუხლი ეხება ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების (ხშირ შემთხვევებში ფორმულირებული, როგორც „ჯამური ვერცხლისწყალი“) ატმოსფეროში ემისიის კონტროლს და, შესაძლებლობების შემთხვევაში, შემცირებას, D დანართში ჩამოთვლილი წყაროების კატეგორიებში შემავალი წერტილოვანი წყაროებიდან ემისიის კონტროლის შესაბამისი ზომების მეშვეობით.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის:

(a) „ემისია“ ნიშნავს ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ატმოსფეროში ემისიას;

(b) „შესაბამისი წყარო“ ნიშნავს წყაროს, რომელიც მიეკუთვნება D დანართში ჩამოთვლილი წყაროების ერთ-ერთ კატეგორიას. მხარეს შეუძლია, თუ ის ასე აირჩევს, დაადგინოს კრიტერიუმები იმ წყაროების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც მიეკუთვნება D დანართში ჩამოთვლილი წყაროების კატეგორიას, რამდენადაც ეს კრიტერიუმები ნებისმიერი კატეგორიისთვის შეიცავს ასეთი კატეგორიიდან ემისიის სულ ცოტა 75 პროცენტს;

(c) „ახალი წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს D დანართში ჩამოთვლილი კატეგორიების ფარგლებში, რომელთა კონსტრუირება და არსებითი მოდიფიკაცია დაიწყება სულ ცოტა 1 (ერთი) წლის შემდეგ შემდეგი თარიღიდან:

(i) დაინტერესებული მხარისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან;

(ii) დაინტერესებული მხარისთვის D დანართის შესწორების ძალაში შესვლის თარიღიდან, როდესაც ხდება წყაროს წინამდებარე კონვენციის დებულებებისთვის დაქვემდებარება მხოლოდ ამ შესწორების საფუძველზე;

(d) „არსებითი მოდიფიკაცია“ ნიშნავს იმ შესაბამისი წყაროს მოდიფიკაციას, რომელიც იწვევს ემისიის მნიშვნელოვნად ზრდას, გარდა მეორადი პროდუქტების აღდგენით გამოწვეული ემისიის რაოდენობის ცვლილებისა. არსებითია თუ არა მოდიფიკაცია, უნდა დაადგინოს მხარემ;

(e) „არსებული წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს, რომელიც არ არის ახალი წყარო;

(f) „ემისიის ზღვრული რაოდენობა“ ნიშნავს ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების კონცენტრაციის, წონის ან ემისიის ზღვრულ რაოდენობას, რომლის ემისიაც ხდება წერტილოვანი წყაროდან.

3. მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არსებობს შესაბამისი წყაროები, მიიღებს სათანადო ზომებს ემისიის კონტროლისთვის; მხარეს შეუძლია მოამზადოს ეროვნული გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ემისიის კონტროლის ღონისძიებები და სამომავლო მიზნები, ამოცანები და შედეგები. ნებისმიერი გეგმა უნდა გადაეცეს მხარეთა კონფერენციას ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 4 (ოთხი) წლის განმავლობაში. თუ მხარე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას მე-20 მუხლის შესაბამისად, მას შეუძლია სამოქმედო გეგმაში ჩართოს ამ პუნქტის შესაბამისად შემუშავებული გეგმა.

4. თითოეული მხარე მისი ახალი წყაროებისთვის მოითხოვს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის და საუკეთესო გარემოსადაცვითი პრაქტიკის გამოყენებას, რათა გააკონტროლოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეამციროს ემისია, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან. მხარეს შეუძლია გამოიყენოს ემისიის ზღვრული რაოდენობები, რომლებიც შეესაბამება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებას.

5. თავის ტერიტორიაზე არსებული წყაროებისთვის თითოეული მხარე ნებისმიერ ეროვნულ გეგმაში ჩართავს და განახორციელებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ღონისძიებას, მის სახელმწიფოში არსებული გარემოებების, ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით განხორციელებადობის და ეფექტიანობის გათვალისწინებით, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) წლისა ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან:

(a) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის კონტროლი და შესაძლებლობის შემთხვევაში შემცირების რაოდენობრივი მიზნები;

(b) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის კონტროლი და შესაძლებლობის შემთხვევაში შემცირების ზღვრული რაოდენობა;

(c) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის კონტროლისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის გამოყენება;

(d) სხვადასხვა დამბინძურებლის კონტროლის სტრატეგია, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება ვერცხლისწყლის ემისიის კონტროლისთვის;

(e) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის შემცირების ალტერნატიული ზომები.

6. მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ერთი და იგივე ღონისძიებები ყველა შესაბამისი წყაროსთვის ან მიიღონ განსხვავებული ზომები სხვადასხვა კატეგორიის წყაროებისთვის. მხარეების მიერ გამოყენებული ღონისძიებების მიზანი იქნება დროთა განმავლობაში მიზანშეწონილი პროგრესის მიღწევა ემისიის შემცირებისას.

7. თითოეული მხარე შექმნის, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ამ მხარისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან და ამის შემდეგ აწარმოებს შესაბამისი წყაროებიდან ემისიის აღრიცხვის რეესტრს.

8. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ შეხვედრაზე მიიღებს ინსტრუქციებს:

(a) საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასა და საუკეთესო გარემოსდაცვით პრაქტიკაზე, არსებულ და ახალ წყაროებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავებისა და ურთიერთზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საჭიროების გათვალისწინებით; და

(b) მხარეთა მხარდაჭერისთვის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით, მიზნების განსაზღვრისას და ემისიის ზღვრული რაოდენობის დადგენის დროს.

9. მხარეთა კონფერენცია, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მიიღებს ინსტრუქციებს:

(a) კრიტერიუმებზე, რომლებიც შეიძლება შეიმუშაონ მხარეებმა მე-2 (b) პუნქტის მიხედვით და;

(b) ემისიის რეესტრების (ინვენტარიზაციის) მომზადების მეთოდოლოგიის შესახებ.

10. მხარეთა კონფერენცია რეგულარულად განიხილავს და საჭიროების მიხედვით განაახლებს მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად შემუშავებულ ინსტრუქციებს. მხარეები ამ მუხლის სათანადო დებულებების განხორციელებისას გაითვალისწინებენ ამ ინსტრუქციებს.

11. თითოეული მხარე 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში ჩართავს ინფორმაციას მის მიერ ამ მუხლის შესრულების შესახებ, განსაკუთრებით – ინფორმაციას მის მიერ მე-4 - 7 პუნქტების შესაბამისად მიღებული ზომების და ამ ზომების ეფექტიანობის შესახე