1. ამ მუხლის და B დანართის მიზნებისთვის საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები, არ უნდა შეიცავდეს პროცესებს, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები, ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების საწარმოო პროცესებს ან პროცესებს, რომელთა შედეგადაც ვერცხლისწყლის შემცველი ნარჩენები გადამუშავდება.

2. თითოეული მხარე არ დაუშვებს, შესაბამისი ზომების მიღებით, ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებას B დანართის I ნაწილში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში ამ დანართით დადგენილი კონკრეტული პროცესების გამოყენებიდან ამოღების თარიღის შემდეგ, თუ მხარეს დარეგისტრირებული არა აქვს შეღავათი მე-6 მუხლის შესაბამისად.

3. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს B დანართის II ნაწილში ჩამოთვლილ პროცესებში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების შეზღუდვისთვის ქვევით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

4. სამდივნო, მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეაგროვებს და შეინახავს ინფორმაციას იმ პროცესებზე, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები და მათი ალტერნატივები და გახდის ამ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს. მხარეების მიერ შეიძლება მიწოდებულ იქნეს ასევე სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც სამდივნოს მიერ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.

5. თითოეული მხარე ერთი ან რამდენიმე ობიექტით, რომლებიც იყენებენ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში:

(a) მიიღებს ზომებს ამ ობიექტებიდან ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ემისიასა და გაჟონვაზე რეაგირებისთვის;

(b) 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში ჩართავს ინფორმაციას ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ; და

(c) ეცდება მის ტერიტორიაზე მოახდინოს იმ ობიექტების იდენტიფიცირება, რომლებიც იყენებენ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში და გადასცეს სამდივნოს, მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა, ინფორმაცია ასეთი ობიექტების რაოდენობისა და სახეობების შესახებ და ამ ობიექტებში მოხმარებული ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გაანგარიშებული წლიური რაოდენობის შესახებ. სამდივნო გახდის ამ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს.

6. თითოეული მხარე არ დაუშვებს იმ ობიექტის მიერ ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებას, რომელიც არ არსებობდა მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე და რომელიც იყენებს B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებს. ასეთ ობიექტებზე არ გავრცელდება შეღავათები.

7. თითოეული მხარე ხელს არ შეუწყობს ისეთი ობიექტის განვითარებას, რომელიც იყენებს ნებისმიერ სხვა საწარმოო პროცესს, სადაც განზრახულად გამოიყენება ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები და რომელიც არ არსებობდა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეს შეუძლია მხარეთა კონფერენციისთვის დამაკმაყოფილებლად დემონსტრირება, რომ საწარმოო პროცესის შედეგია მნიშვნელოვანი სარგებელი გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობისთვის და არ არსებობს ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებული ალტერნატივები ვერცხლისწყლის შემცველობის გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთ სარგებელს.

8. მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას შესაბამის ახალ ტექნოლოგიურ მოვლენებზე, ეკონომიკურად და ტექნიკურად დასაბუთებულ ალტერნატივებზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს, შესაძლო ღონისძიებებზე და ტექნიკაზე, რათა მათ შეამცირონ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღმოფხვრან ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში, ასევე – ამ პროცესების შედეგად ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ემისია და გაჟონვა.

9. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარადგინოს შეთავაზება B დანართის შესწორების მიზნით, მასში იმ საწარმოო პროცესების მისათითებლად, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები. შეთავაზება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწარმოო პროცესში გამოყენებული იმ ალტერნატივების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს, ამ ალტერნატივების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე და გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელზე.

10. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, მხარეთა კონფერენცია განიხილავს B დანართს და შესაძლოა განიხილოს ამ დანართის შესწორებები 27-ე მუხლის შესაბამისად.

11. მე-10 პუნქტის მიხედვით B დანართის ნებისმიერი განხილვისას, მხარეთა კონფერენცია, სულ ცოტა, გაითვალისწინებს:

(a) მე-9 პუნქტის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ შეთავაზებას;

(b) ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მე-4 პუნქტის შესაბამისად; და

(c) მხარეების ხელმისაწვდომობას იმ ალტერნატივებზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს და რომლებიც ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულია, გარემოს დაცვასთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის გათვალისწინები