1. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის შესაბამისი განსაზღვრებები გავრცელდება წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ნარჩენებზე, იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან ბაზელის კონვენციის მხარეები. წინამდებარე კონვენციის მხარეები, რომლებიც არ არიან ბაზელის კონვენციის მხარეები, გამოიყენებენ წინამდებარე კონვენციის განსაზღვრებებს, როგორც ინსტრუქციას, რამდენადაც ისინი ეხება წინამდებარე კონვენციის კომპეტენციაში შემავალ ნარჩენებს.
2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, ვერცხლისწყლის ნარჩენები ნიშნავს ნივთიერებებს ან ობიექტებს, რომლებიც:
(a) შედგება ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთებისგან;
(b) შეიცავს ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს; ან
(c) დაბინძურებულია ვერცხლისწყლით ან ვერცხლისწყლის ნაერთებით, შესაბამის ნორმებზე მეტი რაოდენობით, რომლებიც განსაზღვრულია მხარეთა კონფერენციის მიერ ბაზელის კონვენციის სათანადო ორგანოებთან თანამშრომლობით და შეთანხმებით, რომლებიც განკარგულია ან განზრახულია განკარგვისთვის ან რომელთა განკარგვაც მოთხოვნილია წინამდებარე კონვენციით ან სახელმწიფო კანონმდებლობის დებულებებით. ეს განსაზღვრება არ მოიცავს მოპოვების შედეგად მიღებულ ზედმეტ გრუნტს, ფუჭ ქანებს და მადნის კუდებს, ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვების გარდა, თუ ისინი არ შეიცავს მხარეთა კონფერენციის მიერ დადგენილ ნორმაზე მეტ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს.
3. თითოეული მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს ისე, რომ ვერცხლისწყლის ნარჩენები:
(a) მართულ იქნეს გარემოს დაცვის თვალსაზრისით მდგრადად, ბაზელის კონვენციის მიხედვით შემუშავებული ინსტრუქციების გათვალისწინებით და იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებსაც მხარეთა
კონფერენცია მიიღებს დამატებითი დანართით 27-ე მუხლის შესაბამისად. მოთხოვნების შემუშავებისას მხარეთა კონფერენცია გაითვალისწინებს მხარეების ნარჩენების მართვის რეგულაციებს და პროგრამებს;
(b) იყოს მხოლოდ აღდგენილი, გადამუშავებული, ხელმეორედ გამოყენებული ან პირდაპირ ხელმეორედ გამოყენებული ისეთი გამოყენების მიზნით, რაც ნებადართულია მხარისთვის წინამდებარე კონვენციით ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო განკარგვის მიზნით მე-3 (a) პუნქტის შესაბამისად;
(c) ბაზელის კონვენციის მხარეებისთვის, არ იქნეს გადაზიდული საერთაშორისო საზღვრებზე, გარდა გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო განკარგვის მიზნით გადაზიდვისა, წინამდებარე კონვენციის და ამ მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როდესაც ბაზელის კონვენცია არ გამოიყენება საერთაშორისო საზღვრებზე გადაზიდვის მიმართ, მხარე დაუშვებს ასეთ გადაზიდვას მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო წესების, სტანდარტების და ინსტრუქციების გათვალისწინებით.
4. მხარეთა კონფერენცია ეცდება მჭიდროდ ითანამშრომლოს ბაზელის კონვენციის შესაბამის ორგანოებთან მე-3 (a) პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციების საჭიროების მიხედვით განხილვისა და განახლებისას.
5. მხარეები წახალისებულნი იქნებიან, რათა საჭიროების მიხედვით ითანამშრომლონ ერთმანეთთან, შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ერთეულებთან, ვერცხლისწყლის ნარჩენების გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო მართვის გლობალური, რეგიონული და ეროვნული შესაძლებლობების განავითარების და შენარჩუნების მიზნი