1. მხარეებს მხარს დაუჭერენ, რათა:
(a) ხელი შეუწყონ რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირების და დაცვის სტრატეგიების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ინსტრუქციების მიღებას ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით ზემოქმედებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში ვერცხლისწყლის ზემოქმედების შემცირების ამოცანების განსაზღვრას და საზოგადოების განათლებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სხვა შესაბამისი სექტორების მონაწილეობით;
(b) ხელი შეუწყონ ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით სამსახურებრივ ზემოქმედებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო და პროფილაქტიკური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
(c) ხელი შეუწყონ შესაბამის ჯანმრთელობის დაცის სამსახურებს პროფილაქტიკური, მკურნალობის და მზრუნველობის ღონისძიებების განხორციელებაში, იმ მოსახლეობისთვის, რომლებმაც განიცადეს ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედება; და
(d) საჭიროების მიხედვით შექმნან და გააძლიერონ ინსტიტუციური და ჯანმრთელობის დაცვის პროფესიული შესაძლებლობები ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედების თავიდან აცილებისთვის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგისთვის ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
2. მხარეთა კონფერენცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ან საქმიანობის გათვალისწინებით:
(a) გაივლის კონსულტაციებს და ითანამშრომლებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების მიხედვით; და
(b) ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების მიხედვი