1. მხარეები ყოველმხრივ ეცდებიან ითანამშრომლონ თავიანთი შესაბამისი შესაძლებლობების და გარემოებების გათვალისწინებით, რათა განავითარონ და გააუმჯობესონ:
(a) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების, მოხმარების, ჰაერში ანთროპოგენური ემისიის და მიწასა და წყალში გაჟონვის აღრიცხვა და რეგისტრაცია;
(b) მოწყვლად მოსახლეობასა და ბუნებრივ გარემოში, მათ შორის, ბიოტიკურ გარემოში, როგორიცაა თევზები, ზღვის ძუძუმწოვრები, ზღვის კუები და ფრინველები, ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების დონის მოდელირება და გეოგრაფიულად წარმომადგენლობითი მონიტორინგი, ასევე საჭირო და სათანადო ნიმუშების შეგროვებისას და გაცვლისას თანამშრომლობა;
(c) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე – დამატებით სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ზეგავლენის შეფასება, განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობასთან დაკავშირებით;
(d) (a), (b) და (c) პუნქტების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შეთანხმებული მეთოდოლოგია;
(e) ინფორმაცია სხვადასხვა ეკოსისტემებში ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების სასიცოცხლო ციკლის, გავრცელების (მათ შორის, შორ მანძილზე გავრცელების და დალექვის), ტრანსფორმაციის და საფრთხის შესახებ, ვერცხლისწყლის ანთროპოგენურ და ბუნებრივ ემისიასა და გაჟონვას შორის არსებული განსხვავებების და ისტორიულად დალექილი ვერცხლისწყლის რემობილიზაციის სათანადოდ გათვალისწინებით;
(f) ინფორმაცია ვერცხლისწყლით, ვერცხლისწყლის ნაერთებით და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტებით კომერციის და ვაჭრობის შესახებ; და
(g) ინფორმაცია და კვლევა იმ პროდუქტების და პროცესების ტექნიკურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწალს და საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასა და საუკეთესო ხელმისაწვდომ პრაქტიკაზე, ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ემისიის და გაჟონვის შემცირებისა და მონიტორინგისთვის.
2. მხარეები შესაძლებლობის მიხედვით დაეყრდნობიან მონიტორინგის არსებულ ქსელს და კვლევის პროგრამებს პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა