1. ამ დებულებით იქმნება სამდივნო.

2. სამდივნოს ფუნქციებია:

(a) მხარეთა კონფერენციის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრების ორგანიზება და მათთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა;

(b) მხარეებისთვის, განსაკუთრებით იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან განვითარებადი ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები, წინამდებარე კონვენციის განხორციელებაში დახმარების ხელშეწყობა, მოთხოვნის შესაბამისად;

(c) შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების, განსაკუთრებით სხვა ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების შესახებ კონვენციების სამდივნოებთან კოორდინირება საჭიროების მიხედვით;

(d) მხარეების დახმარება წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაში;

(e) მე-15 და 21-ე მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის, ასევე სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე პერიოდული ანგარიშების მომზადება და ამ ანგარიშებზე მხარეების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

(f) მხარეთა კონფერენციის ზოგადი ხელმძღვანელობით ისეთი ადმინისტრაციული და საკონტრაქტო შეთანხმებების დადება, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს მისი ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად; და

(g) წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული სხვა სამდივნო ფუნქციების განხორციელება, ასევე სხვა ისეთი ფუნქციების განხორციელება, რომლებიც შეიძლება დადგენილ იქნეს მხარეთა კონფერენციის მიერ.

3. სამდივნოს ფუნქციებს წინამდებარე კონვენციისთვის შეასრულებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, თუ მხარეთა კონფერენცია დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით არ დაადგენს, რომ სამდივნოს ფუნქციები გადაეცეს ერთ ან მეტ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას.

4. მხარეთა კონფერენციამ, შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან კონსულტაციით, შეიძლება უზრუნველყოს გაძლიერებული თანამშრომლობა და კოორდინაცია სამდივნოსა და სხვა ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების შესახებ კონვენციების სამდივნოებს შორის. მხარეთა კონფერენციამ, შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან კონსულტაციით, შეიძლება უზრუნველყოს შემდგომი ინსტრუქციები ამ საკითხთან დაკავშირები