1. მხარეები ეცდებიან, რომ წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული მათ შორის არსებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების ან სხვა მშვიდობიანი საშუალებით, მათი არჩევანის მიხედვით.
2. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას ან ამის შემდეგ ნებისმიერ დროს მხარეს, რომელიც არ არის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, შეუძლია დეპოზიტარისთვის გადაცემული წერილობითი აქტის საფუძველზე განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის მიმართ ის სავალდებულოდ აღიარებს დავების გადაწყვეტის ერთ ან მეტ შემდგომ საშუალებას, ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში, რომელიც იღებს იმავე ვალდებულებას:
(a) არბიტრაჟს E დანართის I ნაწილით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;
(b) დავის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას.
3. მხარეს, რომელიც არის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, შეუძლია გააკეთოს იმავე შინაარსის განცხადება მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არბიტრაჟთან დაკავშირებით.
4. მე-2 ან მე-3 პუნქტის მიხედვით გაკეთებული განცხადება დარჩება ძალაში, სანამ მისი მოქმედების ვადა არ ამოიწურება მისი პირობების მიხედვით ან დეპოზიტართან ამ განცხადების ანულირების შესახებ წერილობითი შეტყობინების დეპონირებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
5. განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვა, ანულირების შესახებ შეტყობინება ან ახალი განცხადება არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს იმ სარჩელებზე, რომლებიც გადაცემულია არბიტრაჟის ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის, თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
6. თუ დავის მონაწილე მხარეებს არ მიუღიათ დავის გადაწყვეტის ერთი და იგივე საშუალება მე-2 ან მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ მხარეებმა ვერ შეძლეს დავის მოგვარება პირველი პუნქტით განსაზღვრული საშუალებებით ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მათ შორის დავის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, დავა გადაეცემა მომრიგებელ კომისიას დავის მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით. E დანართის II ნაწილით დადგენილი პროცედურა გამოიყენება ამ მუხლით განსაზღვრული მორიგების მიმარ