სასამართლოს სამართლებრივ ფუნქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ორ ან მეტ მხარე სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სხვა დავა, რომელიც ეხება წინამდებარე წესდების განმარტებას ან გამოყენებას, რომელიც არ მოგვარდება მოლაპარაკებების გზით მოლაპარაკებების დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, გადაეცემა მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას. ასამბლეას შეუძლია თავად სცადოს დავის მოგვარება ან შეუძლია გასცეს რეკომენდაციები დავის მოგვარების შემდგომი საშუალებების, მათ შორის, დავის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ სასამართლოს წესდების შესაბამისად გადაცემის შესახე