წინამდებარე წესდება ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსთვის გაიხსნება რომში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 1998 წლის 17 ივლისს. ამის შემდეგ, ის ღია დარჩება ხელმოწერისათვის რომში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1998 წლის 17 ოქტომბრამდე. ამ თარიღის შემდეგ, წინამდებარე წესდება ღია იქნება ხელმოწერისათვის ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 2000 წლის 31 დეკემბრამდე.
წინამდებარე წესდება ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
წინამდებარე წესდება შეერთებისათვის ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის. შეერთების სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთა