1. წინამდებარე კონვენცია გახსნილია სახელმწიფოების მიერ ხელმოწერისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში 1998 წლის 12 იანვრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე.
2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
3. წინამდებარე კონვენცია ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ მიერთებისათვის. დოკუმენტი მიერთების შესახებ დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.