2. ნებისმიერ სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ან რატიფიცირებისას, მიღებისას ან დამტკიცებისას, შეუძლია დათქვას, რომ არ მიაჩნია თავი ვალდებულად, იმოქმედოს 1-ლი პუნქტის შესაბამისად. სხვა წევრი-სახელმწიფოები ასევე არ იქნებიან ვალდებულნი იმოქმედონ 1-ლი პუნქტის შესაბამისად იმ წევრ-სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა მე-2 პუნქტის თანახმად, შეუძლია გააუქმოს ეს დათქმა ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შესაბამისი შეტყობინების გზი