1. არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ ახდენს გავლენას სახელმწიფოებისა და პიროვნებების სხვა უფლებებზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით.
2. შეიარაღებული კონფლიქტისას შეიარაღებული ძალების ქმედებები, ისევე როგორც ტერმინები, რომლებიც განიმარტება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, წესრიგდება აღნიშნული სამართლის და არა წინამდებარე კონვენციის საფუძველზე და ქმედებები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, ასევე არ რეგულირდება წინამდებარე კონვენციით, რამდენადაც მათზე ვრცელდება საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით.