a) ეს პირი თავისუფლად იძლევა თავის თანხმობას სრული ინფორმაციის საფუძველზე; და

b) ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან იმ პირობებზე, რომლებიც მიჩნეულ იქნებიან მიზანშეწონილად ამ სახელმწიფოების მიერ.

2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის:

a) სახელმწიფოს, რომელსაც გადაეცა პირი, უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და ვალდებულება ჰყავდეს გადაცემული პირი პატიმრობაში, თუკი მას პირის გადამცემი სახელმწიფოს მიერ არ მიუღია სხვაგვარი მოთხოვნა ან უფლება;

b) სახელმწიფო, რომელსაც გადაეცა ეს პირი, ვალდებულია დაყოვნების გარეშე შეასრულოს თავისი ვალდებულება და გადასცეს ეს პირი იმ სახელმწიფოს განკარგვაში, რომელმაც განახორციელა ამ პირის გადაცემა, ისე როგორც ეს იყო წინასწარ შეთანხმებული ან სხვაგვარად შეთანხმებული ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ინსტანციების მიერ;

c) სახელმწიფომ, რომელსაც გადაეცა პირი, არ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომელმაც გადასცა ეს პირი, გადაცემის პროცედურების დაწყება მის დასაბრუნებლად;

d) გადაცემულ პირს ეთვლება სასჯელის ვადაში, რომელსაც ის იხდის იმ სახელმწიფოში რომელმაც იგი გადასცა, ის დრო, რომლის დროსაც ის იმყოფებოდა პატიმრობაში იმ სახელმწიფოში, რომელსაც იგი გადაეცა.

3. ამ მუხლის თანახმად, გადასაცემი პირი არ უნდა დაისაჯოს, დაკავდეს ან სხვაგვარად შეიზღუდოს მისი თავისუფლება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც იგი გადაეცა, გადამცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე იმ ქმედებებისა თუ მისთვის გამოტანილი განაჩენის გამო, რომელიც გადაცემამდე განხორციელდ