მუხლი 11🔗
გადაცემის ან იურუდიული ურთიერთდახმარების მიზნებისათვის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არცერთი დანაშაული არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც პოლიტიკური დანაშაული, ან დანაშაული, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ დანაშაულს, ან დანაშაული, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით. შესაბამისად, ასეთი დანაშაულის საფუძველზე გადაცემის ან იურიდიული ურთიერთდახმარების მოთხოვნა არ შეიძლება უარყოფილ იქნეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს მოთხოვნა ეხება პოლიტიკურ დანაშაულს, ან დანაშაულს, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ დანაშაულს, ან დანაშაულს, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური მოტივები