მუხლი 5🔗

ყოველი წევრი-სახელმწიფო ღებულობს აუცელებელ ზომებს, შესაბამის შემთხვევაში შიდა კანონმდებლობის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებრივი აქტები, რომლებიც კონკრეტულად გამიზნულნი ან გათვლილინი არიან საზოგადოებაში ან პირთა ჯგუფში ან კერძო პირებს შორის ტერორის გარემოს შექმნაზე, არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული პოლიტიკური, ფილოსოფიური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა მსგავსი მოსაზრებების საფუძველზე და ამ აქტებს შეეფარდება შესაბამისი სასჯელები მათი სიმძიმის გათვალისწინები