2. თუ წევრი-სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს გადაცემას შესაბამისი შეთანხმების არსებობის საფუძველზე, არებულობს თხოვნას გადაცემის თაობაზე სხვა წევრ-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც არ გააჩნია შეთანხმება გადაცემის შესახებ, თხოვნის მიმღებ წევრ-სახელმწიფოს საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია მიიჩნიოს წინამდებარე კონვენცია იურიდიულ საფუძვლად მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან მიმართებით გადაცემის განხორციელებისათვის. გადაცემა დაექვემდებარება თხოვნის მიმღები წევრი-სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც არ ითვალისწინებენ შეთანხმების არსებობის აუცილებლობას გადაცემისათვის, აღიარებენ ურთიერთშორის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებს როგორც ექსტრადირებადს, თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4. საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მიზნით, მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განიხილება როგორც დანაშაული, რომელიც მოხდა არა მხოლოდ მისი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზეც, რომლებმაც განახორციელეს თავიანთი იურისდიქცია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

5. მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებაში, გადაცემის თაობაზე წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დებულებები იცვლება წევრ-სახელმწიფოებს შორის იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი არიან არათავსებადნი წინამდებარე კონვენციასთა