2. თუ წევრი, სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს გადაცემას შესაბამისი შეთანხმების არსებობის საფუძველზე, იღებს თხოვნას გადაცემის თაობაზე სხვა წევრი-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც არ გააჩნია შეთანხმება გადაცემის შესახებ, თხოვნის მიმღებ წევრ-სახელმწიფოს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია მიიჩნიოს წინამდებარე კონვენცია იუირიდიულ საფუძვლად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან მიმართებით გადაცემის განხორციელებისათვის. გადაცემა დაექვემდებარება თხოვნის მიმღები წევრი-სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.
3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც არ ითვალისწინებენ შეთანხმების არსებობის აუცილებლობას გადაცემისათვის, აღიარებენ ურთიერთშორის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებს როგორც ექსტრადირებას, თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მიზნით, მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განიხილება როგორც დანაშაული, რომელიც მოხდა არა მხოლოდ მისი ჩადენის ადგილას, არამედ იმ ადგილას, რომელიც იმყოფება მომთხოვნი წევრი-სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ.
5. წევრი-სახელომწიფო, რომელიც იღებს ერთზე მეტ თხოვნას გადაცემის თაობაზე სახელმწიფოთაგან, რომლებმაც დაამყარეს იურისდიქცია მე-7 მუხლის თანახმად და რომელიც არ აპირებს საქმის აღძვრას, იმ სახელმწიფოს არჩევისას, რომელსაც უნდა გადაეცეს დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, სათანადოდ გაითვალისწინებს იმ წევრ-სახელმწიფოს ინტერესებსა და მოვალეობებს, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავდა გემი დანაშაულის ჩადენისას.
6. წინამდებარე კონვენციის მიხედვით სავარაუდო დამნაშავის გადაცემის თაობაზე თხოვნის განხილვისას, თხოვნის მიმღები სახელმწიფო სათანადოდ გაითვალისწინებს რამდენად იქნება განხორციელებული მომთხოვნ სახელმწიფოში სავარაუდო დამნაშავის უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით.
7. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან მიმართებაში, გადაცემის თაობაზე წევრ-სახელმწიფოებს შორის გამოყენებადი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დებულებები იცვლება წევრ-სახელმწიფოებს შორის იმ დონემდე, რა დონემდეც ისინი არიან არათავსებადნი წინამდებარე კონვენციასთა