2. დროშის სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ, როდესაც ეს შესაძლებელია, გემის კაპიტანმა, რომელსაც ბორტზე ჰყავს პირი, რომლის გადაცემასაც ის აპირებს 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში შესვლამდე შეატყობინოს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ამ პირის გადაცემის განზრახვისა და გადაცემის მიზეზების შესახებ.

3. მიმღები სახელმწიფო ეთანხმება ამ პიროვნების გადაცემას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აქვს საფუძველი ჩათვალოს, რომ წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ ქმედებებთან მიმართებაში, რომლებსაც მოჰყვება გადაცემა, და მოქმედებს მე-7 მუხლის დებულებების თანახმად. ნებისმიერ უარს ასეთი პიროვნების გადაცემის მიღებაზე თან უნდა ახლდეს განცხადება შესაბამისი მიზეზების თაობაზე.

4. დროშის სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ გემის კაპიტანმა მიაწოდოს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომელიც ეხება სავარაუდო დანაშაულს.

5. მიმღებ სახელმწიფოს, რომელმაც მიიღო გადაცემული პიროვნება მე-3 პუნქტის შესაბამისად, თავის მხრივ შეუძლია მიმართოს დროშის სახელმწიფოს თხოვნით მიიღოს ეს პიროვნება. დროშის სახელმწიფო განიხილავს ყოველ ასეთ თხოვნას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის თანახმად. თუ დროშის სახელმწიფო არ აკმაყოფილებს თხოვნას, იგი აწვდის მიმღებ სახელმწიფოს განცხადებას უარის მიზეზების თაობაზ