2. ასეთმა წევრმა-სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს წინასწარი გამოძიება თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ზომები, უფლება აქვს:

a) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც ის არის, ან სახელმწიფოს წარმომადგენლობას, რომელიც სხვაგვარად არის უფლებამოსილი დაამყაროს ასეთი კავშირი, ან, თუ ამ პირს არ გააჩნია მოქალაქეობა, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობას, რომლის ტერიტორიაზეც ის მუდმივად ცხოვრობს;

b) მონახულებულ იქნას ამ სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ.

4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები განხორციელებულ უნდა იქნას იმ სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, იმ პირობით, რომ აღნიშნული კანონები და წესები იძლევა საშუალებას განხორციელებულ იქნას მიზნები, რომელთათვისაც ხდება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების მინიჭება.

5. როდესაც წევრი-სახელმწიფო წინამდებარე მუხლის შესაბამისად ატყვევებს პიროვნებას, ის დაუყოვნებლივ ატყობინებს სახელმწიფოებს, რომლებმაც განახორციელეს თავისი იურისდიქცია მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად. ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმ ფაქტის შესახებ, რომ ასეთი პიროვნება იმყოფება პატიმრობაში და იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც განაპირობეს მისი დაპატიმრება. სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში, დაუყოვნებლივ ატყობინებს შედეგებს აღნიშნულ სახელმწიფოებს და მიუთითებს, აპირებს თუ არა ის იურისდიქციის განხორციელება