2. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო დარწმუნდება, რომ ამას გარემოება მოითხოვს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე იმყოფება, განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ამ პიროვნების სასამართლოსთვის გადაცემა ან ექსტრადიცია.
3. ნებისმიერი პირს, ვის მიმართაც განხორციელდება მე-2 პარაგრაფში ნახსენები ზომები, ყფლება აქვს:
a) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ ქვეყნის უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც არის ან რომელიც უფლებამოსილია რამენაირად დაიცვას მისი უფლებები, ან თუ ეს პირი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, იმ სახელმწიფოს, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
b) შეხვდეს თავისი ქვეყნის წარმომადგენელს;
c) მიიღოს ინფორმაცია ამ მუხლის a) და b) ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
4. მე-3 პუნქტში ნახსენები უფლებების რეალიზაცია უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოს კანონებისა და ნორმების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე იმყოფება, იმ პირობით რომ აღნიშნული კანონები და ნორმები საშვალებას იძლევიან სრულად განხორციელდეს მიზნები, რასაც ემსახურება მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებები.
5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები უფლებას უტოვებს კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იურისდიქციის მიმართ მე-7 მუხლის, 1-ლი პუნქტის b) ქვეპუნქტის ან მე-2 პუნქტის b) ქვეპუნქტის თანახმად, მოიწვიოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც დაუკავშირდება და მოინახულებს სავარაუდო დამნაშავეს.
6. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო წინამდებარე მუხლის თანახმად აპატიმრებს გარკვეულ პირს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც დაადგინეს იურისდიქცია მე-7 მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტების მიხედვით და თუ ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს ამ პირის პატიმრობაში ყოფნის ფაქტის და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ამ პიროვნების დაკავებას დაედო საფუძვლად, სახელმწიფომ, რომლებიც აწარმოებს გამოძიებას, როგორც 1-ლ პუნქტშია ჩამოყალიბებული, სასწრაფოდ უნდა შეატყობინოს მოკვლეული ფაქტების შესახებ კონვენციას მონაწილე სახელმწიფოებს და მიუთითოს, აპირებს თუ არა საკუთარი იურისდიქციის განხორციელებას