a) დანაშაული ჩადენი;ლია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) დანაშაული ჩადენილია საჰაერო ხომალდზე, რომელიც მისი დროშით დაფრინავს, ან თვითმფრინავში, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო მისი კანონების შესაბამისად;
c) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქის მიერ.
2. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო გაავრცელებს თავის იურისდიქციას ამგვარი დანაშაულზე, როდესაც;
a) დანაშაული მიმართული იყო ან დასრულდა მე-2 მუხლით, 1-ლი მუხლის ა) ან ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი მოქალაქის წინააღმდეგ.
b) დანაშაული მიმართული იყო ან დასრულდა მე-2 მუხლით, 1-ლი მუხლის ა) ან ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით მისი სახელმწიფო ან სამთავრობო შენობის საზღვარდარეთ, მათ შორის ამ ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო შენობების დაზიანების მიზნით;
c) დანაშაული მიმართული იყო ან დასრულდა მე-2 მუხლით, 1-ლი მუხლის ა) ან ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ დანაშაულის ჩადენით, რომელიც მიზნად ისახავს აიძულოს ეს სახელმწიფო გააკეთოს ან არ გააკეთოს რაიმე;
d) დანაშაული ჩადენილია მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ, რომელიც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში;
e) დანაშაული ჩადენილია თვითმფრინავის ბორტზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ამ სახელმწიფოს მთავრობა.
3. ამ კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემთხვევაში, კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მე-2 მუხლის თანახმად მის მიერ ჩამოყალიბებული იურისდიქციის შესახებ. მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო დაუყოვნებლივ შეატყობინებს გენერალურ მდივანს ამის თაობაზე.
4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო გაატარებს ღონისძიებებს აუცილებელს მისი იურისდიქციის გასავრცელებლად მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, იმ პირობით, რომ სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და ეს სახელმწიფო არ მოახდენს ამ პიროვნების ექსტრადიციას სხვა სახელმწიფოში, რომელმაც თავისი იურისდიქცია ჩამოაყალიბა 1-ლი ან მე-2 მუხლების შესაბამისად.
5. თუკი ერთზე მეტი სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას იურისდიქციის გავრცელებაზე 1-ლი ან მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დანაშაულზე, ეს სახელმწიფოები ესწრაფვიან, რომ მოახდინონ თავიანთი მოქმედების კოორდინაცია, კერძოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება სისხლისსამართრებლივ დევნას და ერთმანეთისთვის სამართრებლივი ხასიათის დახმარების გაწევის მეთოდებს.
6. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებისათვის ზიანის მიუყენებლად, ეს კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერი სისხლის სამართლებრივ იურისდიქციის გამოყენებას, რომელიც კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოიღო
საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ · რედაქცია 10.01.2000
მუხლი 7. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულობებზე, როცა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მოცემული კონვენციის მიზნებისათვის
- მუხლი 2. 1) წინამდებარე კონვენციის თანახმად ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ ეს პირი რაიმე გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკანონოდ და საკუთარი ნებით, უზრუნველყოფს ან აგროვებს ფონდებს ინ გა
- მუხლი 3. ეს კონვენცია არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა დანაშაული ერთ სახელმწიფოშია ჩადენილი, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ამ სახელწიფოს მოქალაქეა და იმყოფება მის ტერიტორიაზე და სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ გაა
- მუხლი 4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, რათა;
- მუხლი 5. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, განახორციელებს ღონისძიებებს, რათა თავის ტერიტორიაზე განლაგებულ იურიდიულ პირებს, ან ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძ
- მუხლი 6. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს შიდა კანონმდებლობის დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციის ფარგლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის აქტებს არც
- მუხლი 8. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელწიფო, საკუთარი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა შესაძლო კონფისკაციის მიზნით გამოამჟღავნოს, მიაკვლიოს, გაყინოს ან ყადაღა დაადოს
- მუხლი 9. 1. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ინფორმაციას, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი შეიძლება მის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ეს სახელმწიფო მიიღებს სათანადო
- მუხლი 10. 1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუკი არ ახდენს ასეთი პირის ექსტრადიციას, ვალდებულია გამონაკლისის გარეშე, ი
- მუხლი 11. 1. მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი მიიჩნევა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებაში შესატან დანაშაულებად, რომელიც წინამდებარე კონვეციის ძალაში შესვლამდე დაიდო კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის. კო
- მუხლი 12. 1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა დიდი დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს სისხლისსამართრებლივ გამოძიებაში, ან ექსტრადიციის პროცედურებაში მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან მიმართებაში, რაც გუ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“, მუხლი 7, 10.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000538 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216754/muxli-7/