a) როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან იმ ხომალდის ან თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;

b) როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი ამ ქვეყნის მოქალაქეა.

2. ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია ამ სამართალდარღვევებზე, თუ სავარაუდო სამართალდამრღვევი იმყოფება მის ტერიტორიაზე და არ ახდენს მის გადაცემას მე-11 მუხლის თანახმად 1-ლ პუნქტში გათვალისწინებულ ქვეყნებში.

3. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს არც ერთ სისხლის სამართლის იურისდიქციას, განხორციელებულს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გარდა 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოხსენებული სახელმწიფოებისა, ყოველ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-7 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მიმართ, როდესაც ის გამოდის როგორც ექსპორტიორი ან იმპორტიორი სახელმწიფო ბირთვული ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვისა