1. თითოეული მხარე:
(a) მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც:
(i) სამართალდარღვევა ჩადენილია მის ტერიტორიაზე;
(ii) სამართალდარღვევა ჩადენილია იმ მცურავი საშუალების ბორტზე, რომელიც მისი დროშის ქვეშ დაცურავს, ან იმ საფრენი აპარატის ბორტზე, რომელიც მისი კანონების მიხედვით არის რეგისტრირებული სამართალდარღვევის ჩადენის დროს;
(b) უფლებამოსილია, მიიღოს იმგვარი ზომები, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც:
(i) სამართალდარღვევა ჩადენილია მისი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ, ან იმ პირის მიერ, ვინც, ჩვეულებრივ, მის ტერიტორიაზე ცხოვრობს;
(ii) სამართალდარღვევა ჩადენილია იმ მცურავი საშუალების ბორტზე, რომელთან მიმართებაშიც ამ მხარეს ნებართვა აქვს მიღებული, განახორცი-ელოს შესაბამისი ქმედება მე-17 მუხლის თანახმად, იმ პირობით, რომ ამგვარი იურისდიქცია განხორციელდება მხოლოდ აღნიშნულ მუხლში მოხსენიებული შეთანხმებებისა და მორიგებების საფუძველზე;
(iii) სამართალდარღვევა წარმოადგენს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) (iv) ქვეპუნქტის თანახმად ასეთად ცნობილ ერთ-ერთ სამართალდარღვევას და ჩადენილია მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იმ მიზნით, რათა მისი ტერიტორიის ფარგლებში ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა, რომელიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი.
2. თითოეული მხარე:
(a) მიიღებს აგრეთვე იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი მის ტერიტორიაზე იმყოფება და იგი არ ახდენს მის ექსტრადიციას მეორე მხარისათვის იმის საფუძველზე:
(i) რომ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა იმ მცურავი საშუალების ბორტზე, რომელიც მისი დროშის ქვეშ დაცურავდა, ან იმ საფრენი აპარატის ბორტზე, რომელიც მისი კანონის მიხედვით იყო რეგისტრირებული სამართალდარღვევის ჩადენის დროს;
(ii) რომ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ერთ-ერთი მისი მოქალაქის მიერ;
(b) უფლებამოსილია აგრეთვე, მიიღოს იმგვარი ზომები, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი მის ტერიტორიაზე იმყოფება და იგი არ ახდენს მის ექსტრადიციას მეორე მხარისათვის.
3. ეს კონვენცია არ გამორიცხავს განხორციელებას რომელიმე სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისა, რომელიც დამყარებულია ამა თუ იმ მხარის მიერ თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმა