1.  მხარეები ითანამშრომლებენ, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით, რათა, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ სატრანზიტო სახელმწიფოებს და, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც ამგვარი დახმარება ესაჭიროებათ, უკანონო ბრუნვის აკრძალვისა და სხვა მსგავსი ღონისძიებებისადმი მიძღვნილი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამათა მეშვეობით.

2. მხარეებს შეუძლიათ, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით, ივალდებულონ ფინანსური დახმარების აღმოჩენა ამგვარი სატრანზიტო სახელმწიფოებისთვის, იმ მიზნით, რათა გაზარდონ და გააძლიერონ უკანონო ბრუნვის ეფექტიანი კონტროლისა და პრევენციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

3. მხარეებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ან მორიგებები, რათა გაზარდონ ამ მუხლის თანახმად წარმოებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობა და, ამ თვალსაზრისით, შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ ფინანსური მორიგებებ