1.  მხარეები მიიღებენ სათანადო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებითაც კომერციული გადამზიდავები სარგებლობენ, გამოყენებული არ იქნეს იმ სამართალდარღვევათა ჩადენისას, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი; ამგვარი ზომები შეიძლება მოიცავდეს სპეციალურ მორიგებებს კომერციულ გადამზიდავებთან.

2.თითოეული მხარე მოსთხოვს კომერციულ გადამზიდავებს, მიიღონ სიფრთხილის გონივრული წინასწარი ზომები, რათა არ დაუშვან მათი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, იმ სამართალდარღვევათა ჩადენისას, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. ამგვარ სიფრთხილის წინასწარ ზომათა რიცხვში შეიძლება შედიოდეს:

(a) თუ კომერციული გადამზიდავის ძირითადი ოფისი მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს:

(i)  საეჭვო პარტიების ან პირების გამოვლენის სწავლება პერსონალისთვის;

(ii)   პერსონალის კეთილსინდისიერების გაზრდა და ხელშეწყობა;

(b)  თუ კომერციული გადამზიდავი მხარის ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებს:

(i)   ტვირთის დეკლარაციების წინასწარ წარდგენა, როდესაც ეს შესაძლებელია;

(ii)   კონტეინერებზე გამძლე, ინდივიდუალურად შემოწმებადი პლომბების გამოყენება;

(iii)   სათანადო ორგანოთათვის პირველივე შესაძლებლობისთანავე შეტყობინება ყველა იმ საეჭვო გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩადენას სამართალდარღვევებისა, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი.

3.   თითოეული მხარე ეცდება უზრუნველყოს თანამშრომლობა კომერციულ გადამზიდავებსა და შესვლისა და გასვლის პუნქტებზე და საბაჟო კონტროლის სხვა ზონებში მოქმედ სათანადო ორგანოებს შორის, იმისთვის რათა აღკვეთოს უნებართვო დაშვება სატრანსპორტო საშუალებებთან და ტვირთთან, და გაატაროს სათანადო უსაფრთხოების ზომებ