1. თითოეული მხარე მოითხოვს, რომ კანონიერი ექსპორტისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადოდ იყოს მარკირებული და დოკუმენტირებული. 1961 წლის კონვენციის 31-ე მუხლით, 1961 წლის შესწორებული კონვენციის 31-ე მუხლითა და 1971 წლის კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა გარდა, ისეთი კომერციული დოკუმენტები, როგორიცაა ანგარიშ-ფაქტურები, ტვირთის დეკლარაციები, საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა სატვირთო დოკუმენ-ტები, უნდა შეიცავდეს ექსპორტირებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელწოდებებს, მოყვანილს 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციისა და 1971 წლის კონვენციის შესაბამის სიებში, ექსპორტირებულ რაოდენობას და ექსპორტიორის, იმპორტიორის და, როდესაც ეს შესაძლებელია, ტვირთის მიმღების, სახელსა და მისამართს.
2. თითოეული მხარე მოითხოვს, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტირებული პარტიები არ იყოს არასწორად მარკირებულ