კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ამ კონვენციის მიზნებთან დაკავშირებული ყველა საქმე და, კერძოდ:

(a)კომისია, მხარეთა მიერ მე-20 მუხლის თანახმად წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განიხილავს ამ კონვენციის მოქმედებას;

(b)   მხარეთაგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, კომისიას შეუძლია გამოთქვას წინადადებები და ზოგადი რეკომენდაციები;

(c)    კომისიას შეუძლია ყურადღება მიაქცევინოს კომიტეტს ნებისმიერი ისეთი საკითხისათვის, რომელსაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს კომიტეტის ფუნქციებთან;

(d)   კომისია, მისთვის კომიტეტის მიერ 22-ე მუხლის 1 (b) პუნქტის თანახმად წარდგენილ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, განახორციელებს ისეთ ქმედებას, როგორსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს;

(e)    კომისიას შეუძლია, მე-12 მუხლში მოყვანილ პროცედურათა შესაბამისად, შესწორებები შეიტანოს i-სა და ii ცხრილში;

(f)    კომისიას შეუძლია არამხარეთა ყურადღება გაამახვილოს გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებსაც იგი ამ კონვენციის მიხედვით იღებს, რათა მათ განიხილონ ამ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა თანახმად ზომების მიღების შესაძლებლობ