ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის ოფისში, 1988 წლის 20 დეკემბრიდან 1989 წლის 28 თებერვლამდე, ხოლო ამის შემდგომ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, 1989 წლის 20 დეკემბრამდე:

(a) ყველა სახელმწიფოს მიერ;

(b)  ნამიბიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში;

(c)  ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ, რომელთაც კომპეტენცია აქვთ ამ კონვენციით მოცულ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებისა, ამგვარი შეთანხმებების დადებისა და გამოყენებისა, რის დროსაც მითითებები, გაკეთებული ამ კონვენციის ფარგლებში, მხარეებზე, სახელმწიფოებზე ან ეროვნულ სამსახურებზე, ამ ორგანიზაციათა მიმართ გამოყენებადია მათი კომპეტენციის ფარგლებშ