1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ კონვენციაში შესატანი შესწორების შეთავაზება. ნებისმიერი ამგვარი შესწორების ტექსტი და მისი მიზეზები გასაცნობად უნდა გაეგზავნოს გენერალურ მდივანს, რომელიც მას გასაცნობად გადაუგზავნის სხვა მხარეებს და ჰკითხავს მათ, ღებულობენ თუ არა ისინი შემოთავაზებულ შესწორებას. თუ შემოთავაზებული შესწორება, დაგზავნილი ამგვარი წესით, არც ერთი მხარის მიერ არ იქნება უარყოფილი მისი დაგზავნიდან ოცდაოთხი თვის განმავლობაში, იგი მიღებულად ჩაითვლება და მხარისთვის ძალაში შევა ოთხმოცდაათი დღის შემდეგ ამ მხარის მიერ გენერალური მდივნისთვის იმ დოკუმენტის ჩაბარებიდან, რომელშიც გამოხატულია მისი თანხმობა იმაზე, რომ აღნიშნულ შესწორებას მისთვის სავალდებულო ძალა ჰქონდეს.
2.თუ შემოთავაზებული შესწორება უარყოფილი იქნა რომელიმე მხარის მიერ, გენერალური მდივანი მოეთათბირება მხარეებს და, თუ უმრავლესობა ამას მოითხოვს, საკითხს, მხარეთა მიერ გაკეთებულ ნებისმიერ შენიშვნებთან ერთად, წარუდგენს საბჭოს, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, მოიწვიოს კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. ამგვარი კონფერენციის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი შესწორება შეტანილი უნდა იქნეს პროტოკოლში შესწორების შესახებ. მხარის თანხმობა, ამგვარ პროტოკოლს მისთვის სავალდებულო ძალა ჰქონდეს, სპეციალურად უნდა ეცნობოს გენერალურ მდივან