1. თუ ორ ან მეტ მხარეს შორის წარმოიქნება ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, მხარეები კონსულტაციას გამართავენ ერთმანეთთან, რათა მოაგვარონ დავა მოლაპარაკების, გამოძიების, შუამავლობის, სამომრიგებლო პროცედურის, არბიტრაჟის, რეგიონალური ორგანოებისადმი მიმართვის ან სასამართლო პროცესის მეშვეობით, ანდა მათ მიერვე არჩეული სხვა მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით.
2. ნებისმიერი ამგვარი დავა, რომელიც ვერ მოგვარდება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში დაწესებული გზით, დავის მხარე რომელიმე სახელმწიფოს მოთხოვნით, გადაწყვეტილების გამოსატანად გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს.
3. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის ესა თუ ის რეგიონალური ორგანიზაცია, მოხსენიებული 26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში, არის მხარე დავისა, რომლის მოგვარებაც ვერ ხერხდება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში დაწესებული გზით, მას შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მეშვეობით, მოსთხოვოს საბჭოს, მოითხოვოს საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა თანახმად სასამართლოს წესდების 65-ე მუხლისა, რომელი დასკვნაც ჩაითვლება გადამწყვეტად.
4. თითოეულ სახელმწიფოს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების, ამ მასთან შეერთების დროს, ან ეკონომიკური ინტეგრაციის თითოეულ რეგიონალურ ორანიზაციას ხელმოწერის დროს ან ოფიციალური დადასტურების ან შეერთების აქტის ჩაბარების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ თვლის თავს ვალდებულად ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით. სხვა მხარეები არ არიან ვალდებულნი მე-2 და მე-3 პუნქტებით რომელიმე იმ მხარის მიმართ, რომელსაც ამგვარი განცხადება აქვს გაკეთებული.
5. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია ამ განცხადების გაუქმება გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გზი