1. ეს კონვენცია მასთან შესაერთებლად ღია რჩება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ნამიბიისთვის, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში, და 26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მოხსენიებულ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციათათვის. შეერთება განხორციელდება გენერალური მდივნისთვის შეერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარებით.

2.  თავიანთ დოკუმენტებში შეერთების შესახებ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ორგანიზაციებმა აგრეთვე უნდა აცნობონ გენერალურ მდივანს ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლების ნებისმიერი ცვლილების შესახე