1. ეს კონვენცია ძალაში შედის გენერალური მდივნისთვის სახელმწიფოების მიერ, ან ნამიბიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის ჩაბარების თარიღიდან მეოცე დღეს.

2. თითოეული სახელმწიფოსთვის ან ნამიბიისთვის, წარმოდგენილისთვის ნამიბიის საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭოს მიერ, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას, ან შეუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მისი დოკუმენტის ჩაბარების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

3.  26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მოხსენიებული ეკონომიკური ინტეგრაციის თითოეული რეგიონალური ორგანიზაცისთვის, რომელიც ჩააბარებს ოფიციალური დადასტურების აქტთან დაკავშირებულ დოკუმენტს, ან დოკუმენტს შეერთების შესახებ, ეს კონვენცია ძალაში შედის ამგვარი ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს, ან იმ თარიღისთვის, როდესაც კონვენცია ძალაში შევა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმისდა მიხედვით, თუ რომელი თარიღია უფრო გვიანდელ