1. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას სახელმწიფოთა მიერ და ნამიბიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში, და 26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მოხსენიებულ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციათა მიერ ოფიციალური დადასტურების აქტებს. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ და ოფიციალური დადასტურების აქტებთან დაკავშირებული დოკუმენტები შესანახად ჰბარდება გენერალურ მდივანს.
2. ოფიციალური დადასტურების თავიანთ დოკუმენტებში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ორგანიზაციებმა აგრეთვე უნდა აცნობონ გენერალურ მდივანს ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლების ნებისმიერი ცვლილების შესახე