1. 21-ე მუხლით გათვალისწინებულ კომისიის ფუნქციათათვის ზიანის მიუყენებლად და ზიანის მიუყენებლად 1961 წლის კონვენციით, 1961 წლის შესწორებული კონვენციითა და 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებულ კომიტეტისა და კომისიის ფუნქციათათვის:
(a) თუ, მის ხელთ არსებული ინფორმაციის, გენერალური მდივნის ან კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციის, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, კომიტეტს საფუძველი ექნა იფიქროს, რომ ამ კონვენციის მიზნები მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებში არ შესრულებულა, კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ შესაბამისი ინფორმაცია;
(b) მე-12, მე-13 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში:
(i) ამ მუხლის (a) ქვეპუნქტის მიხედვით ქმედების განხორციელების შემდეგ, კომიტეტს, თუ იგი დარწმუნდება, რომ ამის გაკეთება აუცილებელია, შეუძ¬ლია მოუწოდოს შესაბამის მხარეს, მიიღოს იმგვარი ზომები, როგორიც არსებულ ვითარებაში აუცილებელი გამოჩნდება მე-12, მე-13 და მე-16 მუხლების დებულებათა შესასრულებლად;
(ii) ქვემოთ, (iii) პარაგრაფის მიხედვით ქმედების განხორციელებამდე, კომიტეტი კონფიდენციალურად მიიჩნევს შესაბამის მხარესთან თავის კავშირურთიერთობებს წინამავალი ქვეპუნქტების მიხედვით;
(iii) თუ კომიტეტი დაადგენს, რომ შესაბამის მხარეს არ მიუღია ზომები, რომლებიც მას მოუწოდეს მიეღო, მას შეუძლია ყურადღება მიაქცევინოს მხარეებს, საბჭოსა და კომისიას ამ საკითხისადმი. კომიტეტის მიერ ამ ქვეპუნქტის მიხედვით გამოქვეყნებული ნებისმიერი ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე შეხედულებებს შესაბამისი მხარისა, თუკი ეს უკანასკნელი ამას მოითხოვს.
2. ნებისმიერ მხარეს შესთავაზებენ, წარმოდგენილი იყოს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მისთვის უშუალო ინტერესის საგნის წარმომადგენელი საკითხი უნდა იქნეს განხილული ამ მუხლის მიხედვით.
3. თუ, ამა თუ იმ შემთხვევაში, კომიტეტის გადაწყვეტილება, მიღებული ამ მუხლის მიხედვით, ერთსულოვანი არ არის, უმცირესობის შეხედულებები უნდა დაფიქსირდეს.
4. ამ მუხლის მიხედვით კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიიღება კომიტეტის წევრთა მთელი რაოდენობის ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით.
5. ამ მუხლის 1 (a) ქვეპუნქტის მიხედვით საკუთარ ფუნქციათა შესრულებისას, კომიტეტი უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას მთელი იმ ინფორმაციისა, რომელიც მის ხელთ შეიძლება აღმოჩნდეს.
6. კომიტეტის პასუხისმგებლობა, გათვალისწინებული ამ მუხლით, არ ვრცელდება მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა თანახმად დადებული ხელშეკრულებების ან შეთანხმებების რეალიზაციაზე.
7. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება მხარეთა შორის დავებზე, რომლებიც 32-ე მუხლის დებულებათა მოქმედების ფარგლებში შედი