1.  მხარეები თავისუფალი ვაჭრობის ზონებსა და თავისუფალ პორტებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ჳ ცხრილსა და ჳჳ ცხრილში შეტანილი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად მიიღებენ ზომებს, რომლებიც არანაკლებ მკაცრი იქნება, ვიდრე მათი ტერიტორიების სხვა ნაწილებში გამოყენებული ზომები.

2.  მხარეები ეცდებიან:

(a) მოახდინონ საქონლისა და პირების მოძრაობის მონიტორინგი თავისუფალი ვაჭრობის ზონებსა და თავისუფალ პორტებში და ამ მიზნით აღჭურავენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს უფლებამოსილებით, გაჩხრიკონ ტვირთები და შემომავა-ლი და გამავალი მცურავი საშუალებები, სასეირნო ნავების ან გემებისა და თევზსაჭერი გემების ჩათვლით, ისევე როგორც საფრენი აპარატები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გაჩხრიკონ ეკიპაჟის წევრები, მგზავრები და მათი ბარგი;

(b)  შექმნან და იქონიონ სისტემა თავისუფალ სავაჭრო ზონებსა და თავისუფალ პორტებში შემავალი და იქიდან გამავალი ტვირთების იმ პარტიათა აღმოსაჩენად, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი შეიცავენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და i-სა და ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებებს;

(c) შექმნან და იქონიონ დაკვირვების სისტემები ნავსადგურებისა და დოკების რაიონებში და აეროპორტებსა და სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში თავისუფალ სავაჭრო ზონებსა და თავისუფალ პორტებშ