1. მხარეები რაც შეიძლება ფართოდ ითანამშრომლებენ ზღვაზე უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად, თანახმად საერთაშორისო საზღვაო სამართლისა.
2. მხარეს, რომელსაც გონივრული საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მცურავი საშუალება, რომელიც დროშის ქვეშ დაცურავს, ან გამოფენილი არა აქვს დროშა ან მისი რეგისტრაციის მაჩვენებელი ნიშნები, უკანონო ბრუნვაშია ჩაბმული, შეუძლია სხვა მხარეებს მოსთხოვოს დახმარება მისი ამ მიზნით გამოყენების აღსაკვეთად. ასეთი მოთხოვნის მიმღები მხარეები გასწევენ ამგვარ დახმარებას მათ ხელთ არსებულ საშუალებათა ფარგლებში.
3. მხარეს, რომელსაც გონივრული საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მცურავი საშუალება, რომელიც სარგებლობს ნავიგაციის თავისუფლებით თანახმად საერ-თაშორისო სამართლისა, და რომელიც დაცურავს მეორე მხარის დროშის ქვეშ, ან გამოფენილი აქვს მისი რეგისტრაციის ნიშნები, უკანონო ბრუნვაშია ჩაბმული, შეუძლია ამის შესახებ აცნობოს დროშის სახელმწიფოს, მოსთხოვოს მას რეგისტრაციის დადასტურება და, თუ იგი დადასტურდა, მოსთხოვოს დროშის სახელმწიფოს აღნიშნული მცურავი საშუალების მიმართ შესაბამისი ზომების გატარების ნებართვა.
4. თანახმად მე-3 მუხლისა, ან თანახმად მათ შორის მოქმედი ხელშეკრულებებისა, ანდა თანახმად ამ მხარეთა შორის სხვაგვარად მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების ან მორიგებისა, დროშის სახელმწიფოს შეუძლია მომთხოვნ სახელმწიფოს, სხვა ქმედებებთან ერთად, ნება დართოს:
(a)ავიდეს მცურავი საშუალების ბორტზე;
(b)გაჩხრიკოს მცურავი საშუალება;
(c) თუკი უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის მტკიცებულება აღმოჩნდა, განახორციელოს შესაბამისი ქმედება მცურავი საშუალებისა და მის ბორტზე მყოფი პირებისა და ტვირთის მიმართ.
5. როდესაც ქმედება ამ მუხლის მიხედვით ხორციელდება, დაინტერესებულმა მხარეებმა ჯეროვნად უნდა გაითვალისწინონ იმის აუცილებლობა, რომ საფრთხე არ შეუქმნან ზღვაზე ადამიანების სიცოცხლეს, მცურავი საშუალებისა და ტვირთის დაცულობას, და რომ ზიანი არ მიაყენონ დროშის სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული სახელმწიფოს კომერციულ და სამართლებრივ ინტერესებს.
6. დროშის სახელწიფოს შეუძლია, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებათა შესაბამისად, მის მიერ ნებართვის გაცემა დაუკავშიროს მასსა და მომთხოვნ მხარეს შორის ურთიერთშესათანხმებელ პირობებს, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პირობების ჩათვლით.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, მხარემ სწრაფად უნდა უპასუხოს მეორე მხარის მოთხოვნას, გაარკვიოს, აქვს თუ არა მცურავ საშუალებას, რომელიც მისი დროშის ქვეშ ცურავს, ამის უფლება და ნებართვის გაცემის მოთხოვნებს, გაკეთებულს მე-3 პუნქტის თანახმად. ამ კონვენციის მხარედ გახდომის დროისათვის, თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს ორგანო ან, როდესაც ეს აუცილებელი იქნება, ორგანოები, რომლებიც ამგვარ მოთხოვნებს მიიღებენ და უპასუხებენ. ამგვარი დანიშვნის შესახებ გენერალური მდივნის მეშვეობით, დანიშვნიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა ეცნობოს ყველა სხვა მხარეს.
8. მხარემ, რომელსაც განხორციელებული აქვს რაიმე ქმედება ამ მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დროშის სახელმწიფოს ამ ქმედების შედეგების შესახებ.
9. მხარეები განიხილავენ ორმხრივი ან რეგიონალური შეთანხმებების დადების შესაძლებლობას ამ მუხლის დებულებათა განხორციელების, ან მათი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
10. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება მხოლოდ სამხედრო ხომალდებისა და სამხედრო საფრენი აპარატების მიერ, ან სხვა ისეთი გემების ან საფრენი აპარატების მიერ, რომლებიც მკაფიოდ მარკირებულნი და იდენტიფიცირებადნი არიან, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფნი, და უფლებამოსილნი არიან ამ მიზნით.
11. ამ მუხლის თანახმად ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, ჯეროვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული აუცილებლობა, ხელი არ შეეშალოს და ზიანი არ მიადგეს სანაპირო სახელმწიფოთა უფლებებსა და მოვალეობებს, და მათი იურის¬დიქციის აღსრულებას თანახმად საერთაშორისო საზღვაო სამართლის