1. თუ ამის უფლებას მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემების ძირითადი პრინციპები იძლევა, მხარეები, თავიანთ შესაძლებლობათა ფარგლებში, მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა შესაძლებელი გახდეს კონტროლირებული მიწოდების სათანადო გამოყენება საერთაშორისო დონეზე, ურთიერთმისაღები შეთანხმებების ან მორიგებების საფუძველზე, რათა გამოვლინდნენ პირები, მონაწილენი სამართალდარღვევებში, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, და მათ წინააღმდეგ აღიძრას სასამართლო საქმე.
2. გადაწყვეტილებები კონტროლირებული მიწოდების შესახებ ცალკე მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და შეუძლია, აუცილებლობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ფინანსური მორიგებები და მიღწეული შეთანხმებები დაინტერესებულ მხარეთა მიერ იურისდიქციის აღსრულების თაობაზე.
3. უკანონო პარტიები, რომელთა კონტროლირებული მიწოდებაც შეთანხმებულია, შეიძლება, დაინტერესებულ მხარეთა ნებართვით, დანიშნულების ადგილას მისვლამდე იქნეს შეპყრობილი, შემდგომ კი ამ პარტიებს მოძრაობის გაგრძელების უფლება მიეცეს ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ხელუხლებლად დატოვებით, ან მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლი