1. მხარეები, თავ-თავიანთი შინასახელმწიფოებრივი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისად, მჭიდროდ ითანამშრომლებენ ურთიერთთან სამართალაღსრულებითი ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზრდელად, რათა აღკვეთონ ჩადენა სამართალდარღვევებისა, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. კერძოდ ისინი, ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ან მორიგებების საფუძველზე:
(a) შექმნიან და იქონიებენ კავშირის არხებს თავიანთ კომპეტენტურ უწყებებსა და სამსახურებს შორის, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას ინფორმაციისა, რომელიც შეეხება მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა ყველა ასპექტს, მათ შორის, თუკი დაინტერესებული მხარეები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, კავშირებს დანაშაულებრივი საქმიანობის სხვა სახეებთან;
(b) ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გამოძიებათა ჩატარებაში იმ სამართალდარღვევებთან მიმართებაში, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, და რომელთაც საერთაშორისო ხასიათი აქვს, რათა დადგინდეს:
(i) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობა, ადგილსამყო-ფელი და საქმიანობა;
(ii) ამგვარ სამართალდარღვევათა ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლის ან საკუთრების გადაადგილება;
(iii) გადაადგილება ნარკოტიკული საშუალებებისა, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა, ამ კონვენციის ჳ ცხრილსა და ჳჳ ცხრილში შეტანილი ნივთიერებებისა და იმ საშუალებებისა, რომლებიც გამოიყენება ან რომელთა გამოყენებაც განზრახულია ამგვარ სამართალდარღვევათა ჩასადენად;
(c) შესაბამის შემთხვევებში, და თუ ეს შინასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, შექმნიან ერთობლივ გუნდებს, პირებისა და ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, ამ პუნქტის დებულებათა განსახორციელებლად. ნებისმიერი მხარის ოფიციალური პირები, რომლებიც ამგვარ გუნდებში შევლენ, იმოქმედებენ იმ მხარის შესაბამის ორგანოთა სანქციით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს ოპერაცია; ყველა ამგვარ შემთხვევაში, მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ სრული პატივისცემა იმ მხარის სუვერენიტეტისა, რომლის ტერიტორიაზეც ოპერაცია უნდა ჩატარდეს;
(d) გამოყოფენ, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, ნივთიერებათა აუცილებელ რაოდენობებს ანალიზის ან გამოძიების ჩატარების მიზნით;
(e) გააადვილებენ ქმედით კოორდინაციას თავიანთ კომპეტენტურ უწყებებსა და სამსახურებს შორის და ხელს შეუწყობენ პერსონალისა და სხვა ექსპერტების გაცვლას, კავშირის დარგში თანამშრომელთა განლაგების ჩათვლით.
2. თითოეული მხარე, იმდენად რამდენადაც ეს აუცილებელი იქნება, წამოიწყებს, შეიმუშავებს ან გააუმჯობესებს ტრენინგის სპეციალურ პროგრამებს თავისი სამართალაღმასრულებელი და სხვა პერსონალისთვის, საბაჟო პერსონალის ჩათვლით, რომელსაც ევალება აღკვეთა სამართალდარღვევებისა, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. ამგვარი პროგრამების მოქმედების სფეროში, კერძოდ, შედის:
a) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა აღმოჩენისა და მონიტორინგისას გამოყენებული მეთოდები;
b) მარშრუტები და ტექნიკა, რომელთაც იყენებენ პირები, რომლებიც მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, განსაკუთრებით სატრანზიტო სახელმწიფოებში, და სათანადო კონტრზომები;
c) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის მონიტორინგი;
d) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა შედეგად მიღებული შემოსავლის ან საკუთრების, ამგვარ სამართალდარღვევათა ჩასადენად გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების, და დამხმარე საშუალებების გადაადგილების აღმოჩენა და მონიტორინგი;
e) მეთოდები, რომლებიც ამგვარი შემოსავლის, საკუთრებისა და საშუალებების გადაცემის, დაფარვის ან შენიღბვის მიზნით გამოიყენება;
f) მტკიცებულებათა შეგროვება;
g) თავისუფალი ვაჭრობის ზონებსა და თავისუფალ პორტებში კონტროლის წარმოების მეთოდები;
h) თანამედროვე სამართალაღსრულებითი მეთოდები.
3. მხარეები ერთმანეთს დაეხმარებიან იმ კვლევითი და ტრენინგის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელთა დანიშნულებაცაა გამოცდილების გაზიარება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ სფეროებში და, ამ მიზნით, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გამოიყენებენ აგრეთვე რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და მოახდინონ იმ პრობლემათა განხილვის სტიმულირება, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს, სატრანზიტო სახელმწიფოების განსაკუთ¬რებულ პრობლემათა და საჭიროებათა ჩათვლი