1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეძლებენ დავის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, დავის გადასაწყვეტად მათ შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისგან.
3. საარბიტრაჟო სასამართლო დაწესდება შემდეგი გზით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს დიპლომატიური არხებით ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. ეს ორი არბიტრი შეთანხმებით ნიშნავს მესამე არბიტრს შემდგომი 60 დღის განმავლობაში.
მესამე არბიტრი უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე, შეასრულოს საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მოვალეობები და განსაზღვროს სასამართლოს ჩატარების ადგილი.
თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ვერ დანიშნავს არბიტრებს აღნიშნული დროის განმავლობაში ან მესამე არბიტრი არ არის დანიშნული განსაზღვრულ ვადაში, ორივე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის მოთხოვნით.
4. საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს იურისდიქციის ფარგლებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და ადგენს საკუთარ პროცედურას.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისთვის.
თუ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ასეთ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს აქვს ამ შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების საფუძველი.
6. საარბიტრაჟი სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი თანაბრად იყოფა ხელშემკვრელ მხარეებს შორი