იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე გამოთქვამს სურვილს შეცვალოს ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულება, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელ მხარესთან.  ასეთი კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში და შეიძლება ჩატარდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის განხილვისა და მიმოწერის გზით. ამ გზით შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილ